ხორცის რულეტი კვერცხით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

100 გრამი შებილოლი მკერდის ნაწილი,
1 კგ ფარში (ნახევარი ძროხის/ნახევარი ღორის ხორცი),
1 თავი ხახვი,
5 კვერცხი (1 უმი და 4 მოხარშული),
თეთრი პურის რბილობი, დასველებული რძეში,
მწვანილი – ოხრახუში, მარილი, წიწაკა.

მომზადება: პირველ რიგში დავჭრათ შებოლილი მკერდის ნაწილი კუბიკებად, დავალაგოთ ტაფაზე და შევწვათ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ, ბოლოს დავამატოთ დაჭრილი ოხრახუში კარგად მოვულრიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ამასობაში, მოვხარშოთ 4 კვერცხი.
ხორცის ფარშს დავუმატოთ კვერცხი, რძეში დასველებული თეთრიპურის გული, + მარილი, + ტაფაზე მომზადებული მასალა. კარგად ავურიოთ.
ავიღოთ ფორმა, რომელშიც უნდა გავაკეთოთ რულეტი, ჩავუფინოთ ფოლგა და ჩავდოთ მასში ფარშის ნახევარი, ზემოდან დავალაგოთ
მოხარშული კვერცხი და დავფაროთ დარჩენილი ფარშით. მსუბუქად ჩავტენოთ, რომ კუთხეები ამოივსოს.
რულეტი შევდგათ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოტ 35 წუთის განმავლობაში.
რულეტი ზემოდან შეიძლება დავფაროთ ფოლგით და ცხობის ბოლოს მოვხსნათ, რომ ზემოდანაც დაიბრაწოს.
ეს ხორციანი რულეტი შეიძლება მიირთვათ ცხელიც და ცივიც, ძალიან გემრიელია.

 

Share on Facebook
Facebook
Share this...