რუსული სალათი

ინგრედიენტები:

კარტოფილი – 450 გრამი;
სტაფილო – 150 გრამი;
მწვანე ბარდის მარცვლები – 300 გრამი;
სოკო – 150 გრამი;
მჟავე კიტრი – 150 გრამი;
მოხარშული ძეხვი ან ლორი – 300 გრამი;
ვაშლი – 2 ცალი;
ნიახურის ძირები, მაიონეზი, მარილი.

მომზადება: კარტოფილი და სტაფილო მოვხარშოთ და გავასუფთავოთ, სოკოც მოვხარშოთ. კარტოფილი, სტაფილო, ძეხვი, მჟავე კიტრი, ვაშლი, ნიახურის ძირები დავჭრათ კუბიკებად, მოხარშული სოკოებიც გავყოთ რამდენიმე ნაწილად. ამ ყველაფერს დავამატოთ მწვანე ბარდა (ე.წ. „გაროხი“), მოვაყაროთ მარილი ავურიოთ და შევაზავოთ მაიონეზით.