ხორცის სალათი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

200 გრამი ხორცი;
4-5 ცალი კარტოფილი;
2 კიტრი;
100 გრამი სალათის ფურცლები;
½ ჭიქა მაიონეზი;
ნიორი – 1 კბილი;
ძმარი – 2 სუფრის კოვზი, მარილი.

მომზადება: მოვხარშოთ ხორცი და მერე შევბრაწოთ მცენარეულ ზეთში, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოხარშული კარტოფილი და კიტრი დავჭრათ კუბიკებად, შევაზავოთ მაიონეზის სოუსით. მაიონეზის სოუსი: მაიონეზი+1-2 სუფრის კოვზი ძმარი+ 1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი. სასალათეში ჩავაფინოთ სალათის ფურცლები და ზემოდან დავაყაროთ არეული მასა, გავაფორმოთ მწვანილით.

Share on Facebook
Facebook
Share this...