სალათი “ჯანმრთელობა“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

2 კიტრი;
2 ვაშლი;
2 სტაფილო;
2 პომიდორი;
100 გრამი სალათის ფურცლები;
100 გრამი არაჟანი;
2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადება: კიტრი და ვაშლი გავრეცხოთ, მოვაშოროთ კანი და დავჭრათ კუბიკებად, სტაფილო გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, სალათის ფურცლები ან ხელით დავანაწევროთ, ან დანით დავჭრათ მომცრო ნაჭრებად. მოვასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი და შევაზავოთ მაიონეზით. ზემოდან გავაფორმოთ დაჭილი პომიდვრით.