ჰერკულესის ფაფა

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

1 ჭიქა ჰერკულესი;
1 ჭიქა რძე;
2 ჭიქა წყალი;
შაქარი გემოვნებით.

მომზადება: რძე და წყალი მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავყაროთ ჰერკულესი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოვრთოთ, დავამატოთ შაქარი, დავახუროთ თავსახური და გავაჩროთ 15 წუთი. სუფრაზე მივიტანოთ კარაქთან ერთად.