იტალიური ნაყინი

მოსამზადებლად დაგვჭირდება: ნაღები – 500 გრამი; შაქრის პუდრა – 180 გრამი; კვერცხი – 5 ცალი; შავი შოკოლადი – 50 ან 70 გრამი; კაკაო – გემოვნებით,ნაყინის მოსართავად.

მომზადების წესი კი შემდეგია: კვერცხის გული კარგად ავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად გათეთრებამდე, ცილა ავთქვიფოთ 1 მწიკვ მარილთან ერთად, სანამ ქაფი არ გამაგრდება. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები, ნელ–ნელა ავურიოთ ყველა ინგრედიენტთან ერთად და თანდათან დავამატოთ გახეხილი შოკოლადი. ჩავდოთ ნაყინი კონტეინერში და შევდგათ საყინულეში მინიმუმ 2 საათით. მირთმევის წინ, ნაყინი შეგვიძლია მოვრთოთ კაკაოთი.

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/