“პასტა ბოლონეზე”

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ზეითუნის ზეთი – 30 მილილიტრი; ფარში – 450 გრამი; სასურველია, იყოს ღორისა და ძროხის ხორცის ნაზავი; მარილი ჩაის კოვზის წვერით, სპაგეტი – 300 გრამი; მთავარია იყოს იტალიური, ყველი – 100 გრამი; ხახვი – 1 თავი; ნიორი – 5 კბილი; წიწაკა – 1 მწიკვი; პამიდორი – 700 გრამი. დამიჯერეთ, ამის მომზადება ძალიან ადვილია, ხოლო მისი გაფუჭება – ძალიან რთული. თუ იტალიურ მაკარონს ვერ იშოვით, შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად და ჩავშუშოთ ზეთში 3 წუთის განმავლობაში, კარგად ვურიოთ. შუშვის დროს დავუმატოთ ფარში და შევბრაწოთ, სანამ არ გაწითლდება. გაწითლების შემდეგ, დავუმატოთ ნიორი, სანამ ფარში იწვება, მოვხარშოთ მაკარონი ზეთიან წყალში, გავფცქვნათ პამიდორი და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, დავამატოთ ფარშს. მანამდე, გემოვნების მიხედვით, დავჭრათ მწვანილები და ვადუღოთ 2 წუთის განმავლობაში. მომზადებული სოუსი მოვასხათ მაკარონს, ავურიოთ, ვხარშოთ რამდენიმე წუთი და იტალიური სპაგეტიც მზად იქნება.

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/