კარტოფილის ვარენიკი

მოვამზადოთ ვარენიკის ცომი, დავჭრათ მრგვალი ფორმით, გავბრტყელოთ, ჩავუდოთ შიგთავსი და ნაპირები შევაერთოთ. მოვხარშოთ ადუღებულ, მარილიან წყალში (4 ლ. წყალი + 1 სუფრის კოვზი მარილი), წყლის ზედაპირზე ამოტივტივებიდან 5 წუთის შემდეგ გადმოვიღოთ და ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე, ზემოდან შეიძლება დავადოთ   ნაღების კარაქის ნაჭერი ან არაჟანი.

შიგთავსი: 500 გრამი მოხარშული კარტოფილი, შევურიოთ გატარებული 1 თავი ხახვი, 3 სუფრის კოვზი კარაქი მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით. (შეიძლება კარაქში მოვშუშოთ ხახვი და ისე დავუმატოთ კარტოფილს, შიგთავსი უფრო პიკანტურ გემოს შეიძენს).

….