ხაჭოს ვარენიკი

მოვამზადოთ ვარენიკის ცომი, დავჭრათ მრგვალი ფორმით, გავბრტყელოთ, ჩავუდოთ შიგთავსი და ნაპირები შევაერთოთ. მოვხარშოთ ადუღებულ, მარილიან წყალში (4 ლ. წყალი + 1 სუფრის კოვზი მარილი), წყლის ზედაპირზე ამოტივტივებიდან 5 წუთის შემდეგ გადმოვიღოთ და ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე, ზემოდან შეიძლება დავადოთ   ნაღების კარაქის ნაჭერი ან არაჟანი.

შიგთავსი: 500 გრამი ცხინიანი ხაჭო, 2 კვერცხის გული, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი კარაქი.

…..