ომლეტის პეროგი

ინგრედიენტები:

ცომისათვის:
250 გრამი ფქვილი,
200 გრამი კარაქი ან მარგარინი,
70 გრამი შაქარი,
1 ჩაის კოვზი მარილი, 1 კვერცხი.

შიგთავსისათვის: 200 გრამი შებოლილი მკერდის ნაწილი, 150 გრამი მაგარი ყველი, 200 გრამი ნაღები, 3 კვერცხი,
მარილი გემოვნებით.
მომზადება: ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი კარაქი ავსრისოთ შაქართან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დავამატოთ ფქვილი და კვერცხი. მოვზილოთ ცომი და შევდოთ მაცივარში 20 წუთის განმავლობაში.

ახლა მოვამზადოთ შიგთავსი. გავხეხოთ ყველი, თხელ ნაჭრებად დავჭრათ შებოლილი მკერდის ნაწილი. დავამატოთ 3 უმი, გათქვეფილი კვერცხი, ნაღები, მარილი და მოვურიოთ.

ავიღოთ ფორმა, რაშიც უნდა გამოვაცხოთ პეროგი, წავუსვათ კარაქი და დავადოთ გაბრტყელებული ცომი, ნაპირები ამოვუწიოთ და დავასხათ ჩვენს მერ მომზადებული შიგთავსი. 250 გრადუს ტემპერატურაზე ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში.