შემწვარი ვაშლი სელით

შემწვარი ვაშლი სელით

4 ცალი საშუალო ზომის ვაშლი კანიანად დავჭრათ და გავასუფთაოთ. მოვაყაროთ ქიშმიში, შვრია და სელის მარცვლები, ვანილი და დარიჩინი.

შევწვათ ღუმელში ან მიკროტალღურში. ცხელსავეს დაუმატოთ 400 გრ მაწონი; ავურიოთ.

შეიძლება ცოტაოდენი ძლიერი ალკოჰოლიც გამოვიყენოთ, თუ დესერტი ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი. გაცივებული გადავიტანოთ სანაყინეებში.

თითოეულ ულუფას მოვაყაროთ ცოტაოდენი დარიჩინი, დაფქვილი ფორთოხლის ცედრა და შაქრის პუდრი. მოვრთოთ ბარამბოს ან პიტნის ფოთლით.