მოხარშული ჭარხლის ძირხვენა გაფცქვენით და ფიგურული დანით დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოასხით ქინძმარი და აურიეთ კარგად.
ქინძმარს ასე მოამზადებთ: 2 კონა ქინძი, 2 კონა კამა და 3-4 კბილი ნიორი დანაყეთ, ან გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი, შეაზავეთ ძმრით, მარილით და წიწაკით.
მასალა:
ჭარხალი – 1 კგ.
ქინძი – 2 კონა (საშუალო)
კამა – 2 კონა
ძმარი – 2-3 სუფრის კოვზი
მარილი, წიწაკა – გემოვნებით
წყალი – 1-1,5 ჩაის ჭიქა
ნიორი – 3-4 კბილი
….
წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm