პროექტი „ქართული რესტორნები მსოფლიოში, ქართული კერძები და სასმელები “

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებულ რესტორნებს ფუნციონირებაში; გაუკეთოს რეკლამა - უპირველესად, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ პირთა შორის; მიაწოდოს მათთვის საინტერესო ინფორმაციები; ხელი შეუწყოს სარესტორნო საქონლის მომგებიან შესყიდვებში საქართველოდან

ქართული რესტორნები

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

Read More

ქართული კერძები და ღვინოები

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

Read More

სერვისები და შეთავაზებები

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება

Read More

ქათმის სალათა იმერულად

შემწვარი ქათმის ან ინდაურის ხორცი დავჭრათ წვრილ და თხელ ნაჭრებად. დავუმატოთ თხლად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაკეპილი ახალი სალათა, ბროწეულის მარცვლები, მარილი, პილპილი, წმინდად დაწრილი მწვანე ხახვი, ახალი კამა, სუსტ ღვინის ძმარში გახსნილი, დანაყილი ნიგოზი და დაკეპილი ხახვი. მომზადებული ნიგვზის საწებლით შევაზავოთ ქათმის ხორცი, ავურიოთ კარგად ერთმანეთში. როდესაც მზად იქნება, მოვათავსოთ ლანგარზე, მოვაყაროთ დაკეპილი ახალი ტარხუნა

Read More

ღორის ფეხების მუჟუჟი

ღორის ფეხები კარგად გავასუფთაოთ, დავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ. როცა კარგად მოიხარშება, შევანელოთ მარილით და გადმოვდგათ. ძმარში ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები, დავასხათ სამი-ოთხი ჩაის ჭიქა ღორის ფეხების ნახარში, დავდგათ ცეცხლზე და რამდენჯერმე წამოვადუღოთ. მოხარშული ფეხები შუა-შუა ჩავჭრათ, ჩავალაგოთ ქილაში, დავასხათ ცხელი შეზავებული ძმარი, დავახუროთ თავი და შევინახოთ ცივ ადგილას. ასე

Read More

ღორის ხორცის მუჟუჟი

ღორის ხორცის მუჟუჟი გარეცხილი, ნაჭრებათ დაჭრილი ღორის ხორცი ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ წყალი ისე, რომ ხორცს ფარავდეს. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, პილპილი, მარილი და მოვხარშოთ. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, დავასხათ ძმარი და წამოდუღებისთანავე ცეცხლიდან გადმოვდგათ. მერე ჩავასხათ შეფერილ ჭურჭელში და გავაციოთ. მასალა: ღორის ხორცი-1კგ დაფნის ფოთოლი-2ცალი ძმარი-3/4 ჩაის ჭიქა შავი პილპილის მარცვლები, მარილი – გემოვნებით. … წყარო:

Read More

შამფურზე შემწვარი ინდაურის საცივი

შამფურზე შემწვარი ინდაურის საცივი გასუფთავებული, გარეცხილი მთლიანი ინდაური ნახევრად მოვხარშოთ, მოვაყაროთ მარილი, წამოვაგოთ შამფურზე, დავამაგროთ კანაფით და ჩვეულებრივი წესით შევწვათ ნელ ცეცხლზე, შამფურის ტრიალით. ნიგოზს დავუმატოთ გამხმარი ქინძის თესლი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, დავნაყოთ და გამოვხადოთ ზეთი. ცალკე დავნაყოთ ქინძი, წიწაკა, მარილი, ავურიოთ შიგ დანაყილი ნიგოზი, გავხსნათ ბულიონში, ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ ხახვი, მიხაკ-დარიჩინი და ვადუღოთ ხუთი

Read More

სალათი ცხლად შებოლილი თევზით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ფილე სკუმბრია, 2-3 ც. კარტოფილი, 2 ც. მჟავე კიტრი, 4 ს/კ დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 1-2 ც. სტაფილო, 1/2 ჩ/ჭ მაიონეზი, მწვანე სალათის ფოთლები, კამა ან ოხრახუში. მომზადების წესი: კარტოფილი და სტაფილო გარეცხეთ, მოხარშეთ და დაჭერით. შეურიეთ ერთმანეთს დაჭრილი თევზის ფილე და კიტრი, კარტოფილი და სტაფილო, მწვანე ბარდა, მაიონეზის ნაწილი და ფრთხილად ამოურიეთ.

Read More

ყავისა და რძის ჟელე

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: რძიანი ჟელესთვის: 2 ჩ/ჭ რძე, 3 ს/კ შაქარი, 1 ს/კ ჟელატინი, მწიკვი ვანილი. ყავის ჟელესთვის: 1 ს/კ ახლად დაფქვილი ყავა, 3 ს/კ შაქარი, 1 ჩ/ჭ წყალი, 1 ს/კ ჟელატინი. მომზადების წესი: ჟელატინი დაალბეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. რძიანი ჟელესთვის: შეურიეთ რძეში შაქარი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ ვანილი, გააციეთ. გამდნარი ჟელატინის ნახევარი დაუმატეთ რძიან სითხეს. ყავიანი ჟელესთვის:

Read More

სალათი ვირთევზას ღვიძლითა და ბრინჯით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 ქილა დაკონსერვებული ვირთევზას ღვიძლი, 180 გრ. ბრინჯი, 3-4 ც. პომიდორი, 200 გრ. ხახვი, 3 ც. მოხარშული კვერცხი, 100 გრ. მწვანე ბარდა, 3 ც. მჟავე კიტრი, კამა ან ოხრახუში. გასაფორმებლად: მარილი, დაფქული პილპილი, 60 გრ. მწვანე სალათის ფოთლები. მომზადების წესი: ბრინჯი გადაარჩიეთ, გარეცხეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში(წყალი უნდა აღემატებოდეს ბრინჯს 6-ჯერ). მოხარშული ბრინჯი

Read More

ანდალუზური ფორთოხლის სალათა

მოსამზადებლად  დაგჭირდებათ: პრასი – 1 ფოჩი ან ხახვი – 1 თავი, შებოლილი ორაგული – 150 გრ, ფორთოხალი – 3 ცალი, ზეთისხილი – 100 გრ, ნიგოზი – 50 გრ, არაჟანი – 2 სუფრის კოვზი, მაიონეზი – 2 სუფრის კოვზი, შერი – 1 სუფრის კოვზი, ფორთოხლის წვენი – 1 სუფრის კოვზი, მწარე წიწაკის საწებელა – რამდენიმე წვეთი,

Read More

შოკოლადის სუფლე

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: არაჟანი – 1 ჩაის ჭიქა; შოკოლადი – 100 გრამი; პურის ფქვილი – 1/2 ჩაის ჭიქა; კვერცხი – 5 ცალი; შაქარი – 200 გრამი. მომზადების წესი: ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი, 1 ჩაის ჭიქა არაჟანი და 100 გრამი შოკოლადი ერთად ჩავსასხათ ქვაბში და წამოვადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ,  შევურიოთ 5 კვერცხის გულისა და 200 გრამი შაქრის

Read More

რძის კოქტეილი ატმით ან გარგარით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ჩ/ჭ რძე, 2 ჩ/ჭ 10%-იანი ცხიმიანობის ნაღები, 1 კგ. ატამი ან გარგარი, 1,5 ჩ/ჭ შაქარი. მომზადების წესი: ხილი გაფცქვენით, მოაშორეთ კურკები, მოხარშეთ მცირე რაოდენობის წყალში დარბილებამდე. გახეხეთ თუშფალანგზე, შეურიეთ შაქარი, შეათბეთ შაქრის გადნობამდე და გააციეთ. ადუღებულ ცივ რძეს დაუმატეთ ნაღები, ხილფაფა, წვრილად დამსხვრეული ყინული, აურიეთ და შედგით მაცივარში. მზა სასმელი ჩაასხით ფუჟერებში

Read More