ქართული რესტორნები
საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება
ინდაური ან ბატი გავასუფთაოთ, გავრევხოთ,დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშათ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავამატოთ დარჩეული, გარეცხილი ბრინჯი, დარილი ხახვი, ტყლაპი. ბოლოს შევაზავოთ მარილით და ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ქინძი. მასალა: ინდაური ან ბატი ბრინჯი-1ჩაის ჭიქა ხახვი-400გრ ტყლაპი-100გრ ქინძი-5ძირი მარილი-გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/
გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ქათამი ბულიონიდან ამოვიღოთ და მოვაყაროთ მარილი. ხახვი წვრილად დავჭრათ, ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოვშუშოთ ხორცის სიმსუქნეში ან ერბოში. დავამატოთ პურის ფქვილი და 3-4 წუთი ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ ქათმის ბულიონი წამოვადუღოთ და ხშირ-ხშირად ვურიოთ. ცალკე ჭურჭელში გავთქვიფოთ იმდენი კვერცხი რამდენ კაცზეც არის გათვალისწინებული ბულიონი და
წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ხორცის სიმსუქნეში, შიგ ჩავყაროთ გასუფთავებული, დაჭრილი ცხვრის ან ბატკნის ხორცი და ხახვიანად ვხრაკოთ 10-15 წუთი. როცა ხორცი მოიხრაკება დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი კარგად დაიფაროს და ვადუღოთ, სანამ კარგად მოიხარშება. დავუმატოთ დანაყილი ქინძი, მარილი, დარიჩინი. კვერცხები გავთქვიფოთ, გავხსნათ ძმარში, ჩავასხათ უკვე მომზადებულ წვენში და ვუროიოთ, რომ არ აგვეჭრას. შეიძლება დავამატოთ ყვითელი
გასუფთავებული, გარეცხილი ქათმის კუჭმაჭი თავისი სიმსუქნით ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშულ წვენს მოვხადოთ სიმსუქნე, ჩავასხათ სუფთა ქვაბში, ჩავამატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ვშუშოთ და თან ვამატოთ ცოტ-ცოტა ბულიონი თავისი სიმსუქნით, რომ ხახვი არ მიეწვას ჭურჭლის ფსკერს. მოშუშულ ხახვში ჩავასხათ გაწურული ბულიონი, ავადუღოთ, მოვათავსოთ შიგ წვრილად დაჭრილი ქინძი. ცალკე ჭურჭელში გადმოვიღოთ ცოტა წვენი, გავხსნათ
თითოეულ თიხის ჯამში მოვათავსოთ თხლად დაჭრილი მსუქანი ცხვრის ხორცის ნაჭრები. ორი ცალი საშუალო ზომის მთლინი პამიდორი (კანიანად), ერთი ცალი ბადრიჯანი, ორი ცალი გაფრცქვნილი კარტოფილი-სიგრძეზე ორად გაჭრილი. მოვაყარით მარილი და პილპილი. ბადრიჯანი წინასწარ მოვამზადოთ ასე: მოვაჭრათ თავი, ჩავუჭრათ გვერდი და შიგ ჩავაწყოთ მარილ მოყრილი ცხვრის დუმის ნაჭრები, წვრილად დაჭრილი ნიორი, რეჰანი, ოხრახუში, ხახვი. ჯამებში შევდგათ აირღუმელში
ცხვრის ან ბატკნის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, ისე, რომ ხორცს კარგად მოადგეს და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ხახვი, დაკეპილი დუმა, დანაყილი ბრინჯი და ვხარშოთ, სანამ ხორცი მზად არ იქნება. გამორთვის წინ დავამატოთ დანაყილი პილპილი, დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და მარილი. მასალა: ცხვრის ან ბატკნის ხორცი – ერთი
კარგად გარეცხილი ცხვრის ან ბატკნის ხორცს გამოვაცალოთ რბილი ნაჭრები. ძვლები და დუმა ჩავდოთ ცალკე ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა დუმა მოიხარშება, წვენიდან ამოვიღოთ და წვრილად დავკეპოთ. წვენი გავწუროთ. გაწურულ ბულიონში ჩავყაროთ დაკეპილი დუმა, დაჭრილი ხახვი, დანაყილი ბრინჯი, მარილი და ავადუღოთ. სანამ წვენი მოიხარშება მოვამზადოთ გუფთა შემდეგნაირად: რბილი ხორცი
მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (შეიძლება ძვლებიანადაც), დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად ფარავდეს და ვადუღოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ნახევრად მოხარშულ ხორცს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წმინდად დანაყილი ნიგოზი შეზავებული ზაფრანით, შავი პილპილით, ხმელი ქინძით და მარილით. ქურიდან გადმოდგმისას დავამატოთ დანაყილი ნიორი. მასალა: ხორცი – ორი კილოგრამი ხახვი – 0,5 კილოგრამი ნიგოზი – 1
თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭრილი მსუქანი ძროხის ხორცი კარგად გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავადგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვსადოთ ქაფი, ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, ცოტა მოგვიანებით დაჭრილი ხახვი და სტაფილო. სანამ ხორცი მოიხარშება, დავჭრათ მწვანე ხახვი და მოვშუშოთ კარაქში, შევურიოთ ფქვილი და ვშუშოთ. დავასხათ ხორცის ნახარში (გაწურული ბულიონი), ჩავამატოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, დაკეპილი ახალი მჟაუნა,
ხორცი დავჭრათ, კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვხრაკოთ ერბოში და ჩავუშვათ ბულიონში; მასთან ერთად ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიახურისა და ოხრახუშის თეთრი ძირები. ცალკე შევამზადოღ მჟაუნისა და ისპანახის ფაფა (ჩავხარშოთ კარგად, რომ ფაფის სახე მიიღოს) და ჩავასხათ სუპში. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი. თეფშებზე დასხმულ კერძებს დავამატოთ თხელ ფენებად დაჭრილი მაგრად