ჩანახი თიხის ჯამებში

თითოეულ თიხის ჯამში მოვათავსოთ თხლად დაჭრილი მსუქანი ცხვრის ხორცის ნაჭრები. ორი ცალი საშუალო ზომის მთლინი პამიდორი (კანიანად), ერთი ცალი ბადრიჯანი, ორი ცალი გაფრცქვნილი კარტოფილი-სიგრძეზე ორად გაჭრილი. მოვაყარით მარილი და პილპილი. ბადრიჯანი წინასწარ მოვამზადოთ ასე: მოვაჭრათ თავი, ჩავუჭრათ გვერდი და შიგ ჩავაწყოთ მარილ მოყრილი ცხვრის დუმის ნაჭრები, წვრილად დაჭრილი ნიორი, რეჰანი, ოხრახუში, ხახვი. ჯამებში შევდგათ აირღუმელში და შევწვათ ხორცი გაწითლებამდე. სუფრაზე მივიტანით ჯამებით, ცალ ცალკე თითოეულ ადამიანზე.

მასალა:

ცხვრის ხორცი-1კგ

პამიდორი-1კგ

კარტოფილი-700გრ

ხახვი-200გრ

ცხვრის დუმა-200გრ

ბადრიჯანი-7ცალი

ნიორი-1თავი

მწვანილი-4-4ძირი

პილპილი, მარილი-გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/