ქართული რესტორნები
საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება
კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მოვხარშოთ მარილწყალში; შემდეგ დავაწყოთ საცერზე; როცა წყალი ჩამოიწურება, კიბორჩხალებს მოვაცილოთ კისერი, ფეხები, ხორცი და დავნაყოთ. ავურიოთ დანაყილი ნიგოზი და ქინძი, მოვაყაროთ დანაყილი დარიჩინი ან მუსკატის კაკალი, მარილი; კარგად ავურიოთ და ამ სატენით ამოვავსოთ კიბორჩხალის წითელი ქალა. სუფრაზე მიტანისას კიბორჩხალები დავაწყოთ მწვანილით მორთულ ლანგარზე. ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ ტყემლის საწებელი. მასალა: კიბორჩხალი – 20
ხიზილალას დავუმატოთ დაფშვნილი თეთრი პურის გული, წვრილად დაჭრილი ხახვი, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ძალიან კარგად დაიფაროს და ხელით ამოვჭყლიტოთ. დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 10-12 წუთი. მასალა: ხიზილალა – 200 გრამი თეთრი პურის გული (დაფშვნილი) – 1 ჩაის ჭიქა … წყარო: http://www.mzareuli.com/
ღორის თავ-ფეხი გავასუფთავოთ, რაც შეიძლება კარგად, გავრეცხოთ. ფეხები გავჭრათ შუა-შუა; თავი კი გავჭრათ ოთხად, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და დავადგათ მოსახარშად. დუღილის დროს ჩავამატოთ ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, პილპილი. როდესაც ხორცი ისე მოიხარშება რომ ჩაიშლება და ძვლებს მოშორდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვალაგოთ ნახარშიდან, მოვაშოროთ ძვლებს რბილობი და დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ სუფთა ქვაბში, ზევიდან დავაწუროთ თავისი
300გრ კალმახს ვაცლით ხერხემალს, ვაყრით მარილს და ვდებთ მარინადში. ჩაის კოვზი კონიაკი 1 ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი. ამ მარინადში ვაწყობთ თევზს და ვაჩერებთ 3 წუთი.ვიღებთ ცხელ ჟარუნას ვასხამთ ზეთს და ვდებთ თევზს, თევზს ზემოდან ვაწყობთ თხლად დაჭრილ ახალ კარტოფილს, როგორც თევზის ქერცლი და ვასხამთ ზეთს,ვდებთ ცხელ ქურაში და ვწვავთ. … წყარო: http://www.mzareuli.com/
მასალა: 600გრ თევზის ფილე ან ფარში, 6ც კარტოფილი, 2ცალი ხახვი, 2ც კვერცხი, 4ს/კ საფანელი, 100გრ ზეთი, 1ჩ/კ მარილი. მომზადება:თევზის ფილე ხორცსაკეპში გაატარეთ, კარტოფილი, ხახვი გახეხეთ, წარმოქმნილი სითხე გადაწურეთ. შეურიეთ ფილეს, დაუმატეთ კვერცხი და მარილი. მიღებული ფარშისაგან დაამზადეთ კატლეტები, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში ან ორთქლზე.
მსუქნი ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებათ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ დაკეპილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. დავასხათ მდუღარე წყალი, იმდენი რომ ხორცი კარგად დაიფაროს. ჩავყაროთ ბრინჯი. შევაზავოთ დანაყილი ნივრით, ქინძით, წიწაკთ და მარილით. დავუმატოთ გამზადებული ტყემლის საწებელი, კვაწარახი ან მაშარაბი, პილპილი,და ვხარშოთ, სანამ ხორცი მზად არ იქნება. მასალა: ცხვრის ხორცი-1კგ ხახვი-5 თავი ბრინჯი-1ჩაის ჭიქა ქინძი ნიორი,
ძროხის მსუქანი ხორცი ნაჭრებათ დავჭრათ, კარგად გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ხარშვის დამთავრებამდე, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, ჩავყაროთ შიგ გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ტყემლის ტყლაპი, დანაყილი ნიორი, მარილი წიწაკა და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. მასალა: ძროხის ხორცი-1კგ ბრინჯი-1ჩაის ჭიქა ხახვი-4-5-თავი ქინძი-5ძირი ოხრახუში-5ძირი ტყემლის ტყლაპი-200გრ
კარგად გასუფთავებული, თბილ წყალში გარეცხილი ცხვრის თავ-ფეხი და კუჭ-ნაწლავი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში. შემდეგ ამოვიღოთ, გავაციოთ, დავჭრათ წვრილად და ისევ ჩავყაროთ თავის წვენში, შევაზავოთ მარილით და ძმრით. ცივ წყალში გახსნილი დანაყილი ნიორი სუფრაზე ცალკე მივიტანოთ. მასალა: ცხვრის თავ-ფეხი-2კგ გასუფთავებული ნაწლავები-600გრ ნიორი-7-8 კბილი ძმარი-0,5 ჩაის ჭიქა მარილი-გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/
კარგად გასუფთავებული და თბილ წყალში გარეცხილი ძროხის ფაშვი, ნაწლავები, ჩლიქები დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად, ჩავყაროთ მდუღარე წყალში. ადუღდება თუ არა, წვენი გადავღვაროთ,ხელახლა დავასხათ ადუგებული წყალი და ვხარშოთ, სანამ წვენი არ შესქელდება და ჩლიქები კარგად არ მოიხარშება. სუფრაზე მიტანის წინ შევაზავოთ მარილით და ნივრით. თუ გვსურს ხაში თეთრი გამოვიდეს, შეგვიძლია დავამატოთ ცოტაოდენი რძე. სუფრაზე ცალკე ჭურჭელით დანაყილი
კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშათ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე მოვხარშოთ გახეხილი პომიდორი. კარგად დავნაყოთ ნიგოზი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი. ყველაფერი ეს გავხსნათ პამიდვრის წვენში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ჩავასხათ წვენში. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი. მასალა: ხახვი-5 თავი პამიდორი-1კგ ნიგოზი-1ჩაის ჭიქა ოხრახუში-4ძირი ქინძი-3ძირი