თევზის კატლეტები

მასალა: 600გრ თევზის ფილე ან ფარში, 6ც კარტოფილი, 2ცალი ხახვი, 2ც კვერცხი, 4ს/კ საფანელი, 100გრ ზეთი, 1ჩ/კ მარილი. მომზადება:თევზის ფილე ხორცსაკეპში გაატარეთ, კარტოფილი, ხახვი გახეხეთ, წარმოქმნილი სითხე გადაწურეთ. შეურიეთ ფილეს, დაუმატეთ კვერცხი და მარილი. მიღებული ფარშისაგან დაამზადეთ კატლეტები, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში ან ორთქლზე.