ქართული რესტორნები
საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება
გასუფთავებული, გარეცხილი რომელმე ფრინველის კუჭმაჭი ქვაბში ჩავყაროთ, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. ხახვი წვრილად დავკეპოთ, დავამატოთ ერბო და მოვშუშოთ, დავაყაროთ მოხრაკული კუჭმაჭი და გავაგრძელოთ შუშვა. პამიდორი გავხეხოთ სახეხზე (ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში), დავამატოთ კუჭმაჭს და ვადუღოთ, სანამ არ შესქელდება. შევაზავოთ მწვანილით, წიწაკით, მარილით. მასალა: კუჭმაჭი – 1 ფრინველის ხახვი – 1-2 თავი კარაქი – 50 გრამი
დაჭრილ ქათამს მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, წავუსვათ დანაყილი ან გატარებული ნიორი, დავალაგოთ ტაფაზე, მოვასხათ 500 გრამი არაჟანი და დავდგათ გრილ ადგილზე. 1 საათის შემდეგ შევდგათ გაზქურაში, როცა ქათამი შეიბრაწება გამოვიღოთ, ფრთხილად გადმოვალაგოთ თეფშზე. ტაფის ძირზე მოვფინოთ წინასწარ მოხარშული და გაწურული ბრინჯი, ზემოდან დავალაგოთ ქათმის ნაჭრები და ისევ შევდგათ გაზქურაში 10-15 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადმოვიტანოთ შესაფერის
კარგად გასუფთავებული მსუქანი ქათამი დავჭრათ. მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. ცავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარგად მოვხრაკოთ, შეწითლებამდე. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ნედლი ქინძი. ყველაფერი გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წყალი და დავასხათ მოხრაკულ ქათამს. 5-10 წუთის დუღილის შემდეგ კერძი მზად იქნება. მასალა: ქათამი ხახვი – 2-3 თავი ხმელი სუნელი – 1 სუფრის კოვზი
წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე, მოვაყაროთ მარილი. ტაფაზე დავასხათ ერბო (შეიძლება ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთიც); როცა კარგად გაცხელდება, დავდოთ ზედ წიწილა, ზემოდან დავახუროთ თეფში, დავადოთ მძიმე საგანი, რომ წიწილის ყველა ნაწილი ერთნაირად შეიწვას. როცა ერთი მხარე შეიწვება, გადავაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხრიდანაც … წყარო: http://www.mzareuli.com/
გაწმენდილი, გარეცხილი წიწილის კუჭ-ღვიძლი, ფეხები და თავი ჩავდოთ მისივე მუცლის ღრუში, წავუსვათ მარილი, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე; შამფური ვატრიალოთ ნელა. … წყარო: http://www.mzareuli.com/
გასუფთავებული, გარეცხილი და მარილმოყრილი წიწილის მუცლის ღრუ გამოვტენოთ წვრილად დაჭრილი სულგუნით. გავკეროთ ძაფით, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შეწვის დროს ხანგამოშვებით წავუსვათ ერბოში არეული ბროწეულის წვენი. როცა მზად იქნება, ძაფები მოვაცილოთ, დავჭრათ და ისე მივიტანოთ სუფრაზე. მასალა: წიწილა ერბო – 20 გრამი სულგუნი – 100 გრამი ბროწეული, მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/
წიწილის კუჭმაჭი მოვხარშოთ, წვრილად დავჭრათ, მივუმატოთ დაჭრილი ხახვი, ტარხუნა, ოხრახუში, რეჰანი, დავდოთ ტაფაზე, დავასხათ გამდნარი ერბო, დავაყაროთ დანაყილი დარიჩინი, მარილი, ერთად ავურიოთ და მოვშუშოთ. მასალით ამოვუვსოთ წიწილას მუცელი, ძაფით შევკეროთ, ჩავდოთ ღრმა ტაფაში, დავახუროთ სახურავი და შევწვათ. მასალა: წიწილა მწვანილი, ხახვი – 5 ძირი ტარხუნა – 2 ძირი ოხრახუში – 3 ძირი რეჰანი – 2
გასუფთავებული, გარეცხილი წიწილა შევწვათ ტაბაკად. ნიგოზი ნიორთან და მარილთან ერთად კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ადუღებულ ცივ წყალში. ცხელ-ცხელი შემწვარი წიწილა ნაჭრებად დავჭრათ, დავაწყოთ ლანგარზე და დავასხათ ზევიდან ნიგოზ-ნივრიანი საწებელი. მასალა: წიწილა ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა წყალი – 2 ჩაის ჭიქა ნიორი – 6 – 7 კბილი მარილი გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/
კარგად გასუფთავებულ, გარეცხილ ქათამს მოვაყაროთ მარილი და წამოვაგოთ შამფურზე; დავამაგროთ კისრით და ფეხებით, შევწვათ ნაკვერჩხალზე, თან შამფური სულ ვატრიალოთ. ქათამი კარგად რომ შეიწვება, გამოვაძროთ შამფურიდან და სუფრაზე მივიტანოთ ყოველგვარი საკაზმის გარეშე. ცალკე მივიტანოთ ტყემლის საწებელა. … წყარო: http://www.mzareuli.com/
წიწაკას დავასხათ მდუღარე წყალი და ასეთ მდგომარებაში დავტოვოთ რამოდენიმე საათი. შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ დანაყილი ქინძის თესლი, ნიორი, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, მარილი და გავხსნათ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთში. ქათამი შამფურზე წამოვაგოთ, ცეცხლზე შევწვათ და ხანგამოშვებით წავუსვათ ზემოაღნიშნული მასალა. … წყარო: http://www.mzareuli.com/