Category Archives: კატეგორიის გარეშე

ბადრიჯანი ტკბილი წიწაკით

ბადრიჯანი გავჭრათ სიგრძეზე ისე, რომ ერთმანეთს არ დავაშოროთ; ჩაის კოვზით გამოვაცალოთ თესლი. ტკბილი წიწაკა წვრილად დავჭრათ, ავურიოთ შიგ მარილი, დაჭრილი მწვანილი (ქონდარი, ოხრახუში, რეჰანი, ნიახური, ქინძი), აგრეთვე წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა, ნიორი და ხახვი. მწიფე, მაგარ პამიდორს კანი თხლად მოვაცილოთ, წვრილად დავჭრათ და ავურიოთ მომზადებულ მასალაში. მიღებული მასალით ამოვავსოთ თითოეული ბადრიჯანი, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ მცენარეული

Read More

შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, გურულად

უთესლო, ქორფა ბადრიჯანი ყუნწიანად შევწვათ აირღუმელში. შემდეგ დავჭრათ 1 სანტიმეტრი სისქის მრგვალ ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა, ფართო ჭურჭელში და შევაზავოთ შემდეგნაირად: კარგად დავნაყოთ ნიგოზი, პილპილი, ნიორი, ქინძი, ომბალო; წვრილად დავჭრათ კამა, ოხრახუში, ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი. ყველაფერი ეს შემწვარ ბადრიჯანში კარგად ავურიოთ, მოვათავსოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა. მასალა: ბადრიჯანი –

Read More

გამხმარი ბადრიჯნის მოხრაკვა

გამხმარი ბადრიჯანი კარგად გავრეცხოთ, წინა ღამით ცხელ წყალში დავალბოთ. მეორე დღეს ხელით გავწუროთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავაყაროთ მოხარშული ბადრიჯანი, დავასხათ კიდევ ზეთი და კარგად მოვხრაკოთ. შეიძლება დავუმატოთ ცოტა ძმარი და კიდევ მოვშუშოთ. … წყარო: http://www.mzareuli.com/

კარტოფილი ნიგვზით

კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, მერე გავფცქვნათ და ოთხკუთხედად დავჭრათ. დავნაყოთ ერთად ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ქინძი, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დაკეპილი ხახვი და მოხარშული, ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი. ლამაზად დავდოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა და ისე მივიტანოთ სუფრაზე. მასალა: კარტოფილი – 1 კილოგრამი ხახვი – 2 თავი ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა ნიორი – 2

Read More

კარტოფილის ყაურმა

ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, და ერბოში ჩავთუთქოთ. როცა ხახვი საკმაოდ დარბილდება (არ უნდა გაწითლდეს), ჩავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და ჩავასხათ იმდენი წყალი, რომ შიგთავსი დაიფაროს და მოვხარშოთ. ხარშვის დროს დავუმატოთ ძალიან წმინდად დაკეპილი ქინძი და მარილი. შემდეგ დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. მასალა: კარტოფილი – 1 კილოგრამი ხახვი – 5-6 თავი კვერცხი –

Read More

ისპანახი ერბო-კვერცხით

ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვხარშოთ. გადავწუროთ საწურზე, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ ერბოში, დავუმატოთ მოხარშული, გაწურული ისპანახი, დავამატოთ კიდევ ერბო და ერთად მოვხრაკოთ. ჩავუმატოთ ქინძი, ოხრახუში, კამა, მარილი, პილპილი. გავთქვიფოთ ორი კვერცხი, ავურიოთ მოშუშულ ისპანახში, კიდევ გავთქვიფოთ ორი კვერცხი და ისპანახს ზევიდან მოვასხათ, დავხუროთ ხუფი და ვშუშოთ, სანამ კვერცხი

Read More

ისპანახი ზეთით

ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გადავიღოთ საწურზე, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ზეთში, დავუმატოთ გაწურული ისპანახი, დავასხათ კიდევ ზეთი და მოვხრაკოთ. შევანელოთ ქინძით, ოხრახუშით, კამით, პილპილით, მარილით. მასალა: ისპანახი – 1 კილოგრამი ზეთი – 3-4 სუფრის კოვზი ხახვი – 3-4 თავი მწვანილი – 3-3 ძირი მარილი, პილპილი – გემოვნებით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ისპანახის ბორანი

ისპანახი დავარჩიოთ, ძირები დავჭრათ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ მარილწყალში, გადავიღოთ საწურზე, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ. ერბოში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მივუმატოთ მოხარშული ისპანახი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა და ავურიოთ, დავასხათ კიდევ ერბო და კარგად მოვშუშოთ. ტაბაკად შემწვარი ვარია დავჭრათ და ლანგარზე ფენებად დავაწყოთ ისპანახი, ვარიის ხორცი, ისევ ისპანახი. ზემოდან მოვასხათ არაჟანი ან სქელი მაწონი და მოვაყაროთ შაქრიანი

Read More

წითელი პამიდორი ნიგვზით იმერულად

ახალი, საღი პამიდორები გავრეცხოთ ცივ წყალში. დავჭრათ თითოეული ექვს ან რვა ნაწილად და მოვათავსოთ შესაფერის ღრმა ჭურჭელში, ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, მწვანე წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში და წმინდად დანაყილი ნიგოზი. ყველაფერი ეს შევაზავოთ მარილით და კარგად ავუროთ ერთმანეთში. შეიძლება დავამატოთ ცოტა ძმარი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი ახალი კამა. მასალა: პამიდორი –

Read More

მწვანე პამიდორი ნიგვზით

სიმწიფეში შესული საღი, მწვანე პამიდვრები დავჭრათ როგორც ზემოთ არის აღნიშნული. მოვაშოროთ თესლი, წვენი და გავთუთქოთ მდუღარე წყალში. სამი წუთის შემდეგ გავწუროთ ისე, რომ წყალი არ შეჰყვეს. მოვათავსოთ თიხის ან მომინანქრებულ ჭურჭელში. დავუმატოთ ღვინის ძმარში გახსნილი წმინდად დანაყილი ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, კამა, ოხრახუში, ქინძი, ომბალო. მივუმატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი და ყველაფერი ეს ავურიოთ ერთმანეთში. პამიდორი გადავიტანოთ

Read More