წითელი პამიდორი ნიგვზით იმერულად

ახალი, საღი პამიდორები გავრეცხოთ ცივ წყალში. დავჭრათ თითოეული ექვს ან რვა ნაწილად და მოვათავსოთ შესაფერის ღრმა ჭურჭელში, ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, მწვანე წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში და წმინდად დანაყილი ნიგოზი. ყველაფერი ეს შევაზავოთ მარილით და კარგად ავუროთ ერთმანეთში. შეიძლება დავამატოთ ცოტა ძმარი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი ახალი კამა.

მასალა:

პამიდორი – 500 გრამი

ნიგოზი – ¾ ჩაის ჭიქა

ძმარი – 1-2 სუფრის კოვზი

ნიორი – 1-2 კბილი

წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/