ბადრიჯანი ყველით და მაწვნით
მომცრო ბადრიჯნებს მოვაჭრათ ბოლოები, გავრეცხოთ, ზევითა მხრიდან მჭრელი დანით გამოვაცალოთ თესლი, დავაწყოთ თინიქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში. როცა ბადრიჯანი ნახევრად შეიწვება, გამოვიღოთ. მოვხარშოთ კვერცხი, წვრილად დავჭრათ და ავურიოთ დაფხვნილ ყველში და ერბოში, შევურიოთ წვრილად დაჭრილი პიტნა. ამ მასალით გამოვტენოთ ნახევრად შემწვარი ბადრიჯანი, დავაწყოთ ერბოწასმულ ტაფაზე და შევდგათ ღუმელში. როცა მზად იქნება, ზემოდან მოვასხათ არაჟანი ან