Category Archives: კატეგორიის გარეშე

სატაცური ნიგვზით

მასალა: სატაცური – 1 კილოგრამი, ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა, ნიორი – 2–3 კბილი, ქინძი – 3–4 ძირი, მარილი, წიწაკა, ძმარი – გემოვნებით. სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში. შემდეგ ხელით გავწუროთ. ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში და ავურიოთ სატაცურში. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

ლობიანი

ერთ ლიტრ თბილ წყალში გავხსნათ 100 გრამი საფუარი. შემდეგ შევურიოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. დავდოთ თბილ ადგილას, სანამ ცომი ამოვა. ლობიოს მომზადების წესი: მოვხარშოთ ლობიო, გავწუროთ თუშფალანგზე. მიღებული მასა გავატაროთ და მოვშუშოთ სუფთა ქვაბში, შევაზავოთ მარილით, შავი პილპილით, შევაგრილოთ და ისე გამოვიყენოთ. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

სიმინდის ფქვილის ხაჭაპური (ჭვიშტარი)

სუფთად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში. ავურიოთ ერთი–ორი კვერცხი. მოვაგუნდავოთ, გუნდა გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ. ერთი ფენა დავდოთ გახურებულ ქვის კეცზე, მოვაყაროთ 5–6 ჩაის ჭიქა დაფხვნილი იმერული ყველი, დავაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნახევარი და გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვასხათ დაფხვნილი ყველისა და კვერცხის ნარევი. დავადოთ თუნუქის სახურავი, დავაყაროთ ნაცარნარევი ნაკვერჩხლები და გამოვაცხოთ გაწითლებამდე …

Read More

ქათამი არაჟნითა და ბრინჯით

მასალა: ქათამი, არაჟანი – 500 გრამი, ბრინჯი – 1 ჩაის ჭიქა, მარილი, პილპილი, ნიორი – გემოვნებით. დაჭრილ ქათამს მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, წავუსვათ დანაყილი ან გატარებული ნიორი, დავალაგოთ ტაფაზე, მოვასხათ 500 გრამი არაჟანი და დავდგათ გრილ ადგილზე. ერთი საათის შემდეგ შევდგათ გაზქურაში, როცა ქათამი შეიბრაწება, გამოვიღოთ, ფრთხილად გადმოვალაგოთ თეფშზე. ტაფის ძირზე მოვფინოთ წინასწარ მოხარშული და

Read More

აჯაფსანდალი

მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი; პამიდორი – 500–600 გრამი; კარტოფილი – 500 გრამი; ხახვი – 2–3 თავი; ზეთი – 4–5 სუფრის კოვზი; მწვანილი – 5–5 ძირი; ნიორი – 2 კბილი; მწვანე წიწაკა, მარილი – გემოვნებით. ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი. ასე გავაჩეროთ სამი–ოთხი საათი. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ მარილმოყრილი და კარგად

Read More

მოხარშული გელაქნური ან კალმახი ნიგვზის საწებლით

მასალა: გელაქნური – 1 კილოგრამი; ნიგოზი – 200 გრამი; ნიორი – 2–3 კბილი; წყალი – 1,5 ჩაის ჭიქა; მარილი – გემოვნებით. გელაქნური გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავდოთ ადუღებულ მარილწყალში და მოვხარშოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა მოიხარშება, ამოვალაგოთ ქაფქირით და დავაწყოთ თეფშზე. ნიგოზი, მარილი, ნიორი ერთად დავნაყოთ, გავხსნათ წყალში (არაჟნის სისქის) და მივიტანოთ მოხარშულ გელაქნურთან ერთად.

Read More

ლობიოს ტოლმა

მასალად საჭიროა: ლობიო – 600 გრ. ზეთი – 1/2 ჩაის ჭიქა. ხახვი – 100 გრ. დაფნის ფოთოლი – 3 ც. ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი. შავი პილპილი – 1 ჩაის კოვზი. კომბოსტო – 1 თავი. ქინძი – 2 სუფრის კოვზი. მარილი – გემოვნებით. მომზადების წესი: ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივ. წყალი გადავწუროთ, ლობიოს მარცვლები კი ამოვლესოთ, მოვაყაროთ

Read More

სალათა თევზით, სტაფილოთი და ხახვით

მასალა: თევზის ფილე – 600 გ ხახვი – 2 თავი სტაფილო – 1 ცალი ოხრახუში – 2 ძირი ყველი – 100 გ მაიონეზი – 150 გ ზეთი, დაფნის ფოთოლი, მარილი, ბაჰარი – გემოვნებით მომზადება: თევზის ფილე გარეცხეთ და დიდ კუბიკებად დაჭერით. ქვაბში წყალი ჩაასხით, ჩადეთ ოხრახუში, ნახევარი ხახვი, დაფნის ფოთოლი, ბაჰარი, ჩააყარეთ ცოტა მარილი და

Read More

მწვანე პომიდვრის სალათა შესანახად

მასალა

მწვანე პამიდორი – 10 კგ
ხახვი – 3 კგ
უცხო სუნელი – 1 ჩ.ჭ.
ხმელი სუნელი – 1 ჩ.ჭ.
ქინძი – 3 კონა
ოხრახუში – 3 კონა
ზეთი – 800 გ
ძმარი – 800 მლ
ნიორი – 250 გ

Read More

ღორის ხორცი გოგრით და ბრინჯით

მასალა: ღორის ხორცი – 500 გ გოგრა – 400 გ ხახვი – 1 თავი ბრინჯი – 100 გ ხორცის ბულიონი – 2 ჭიქა მცენარეული ზეთი – შესაწვავად სანელებლები, მარილი – გემოვნებთ მომზადება: ხორცი კუბიკებად დაჭერით, ხახვი აკეპეთ. ღრმა, სქელძირიან ქვაბში ზეთი ჩაასხით, გააცხელეთ და ხახვი მოშუშეთ, შემდეგ დაუმატეთ ხორცი, მოურიეთ და ცოტა მობრაწეთ. შემდეგ დაუმატეთ

Read More