მწვანე პომიდვრის სალათა შესანახად

მასალა

მწვანე პამიდორი – 10 კგ
ხახვი – 3 კგ
უცხო სუნელი – 1 ჩ.ჭ.
ხმელი სუნელი – 1 ჩ.ჭ.
ქინძი – 3 კონა
ოხრახუში – 3 კონა
ზეთი – 800 გ
ძმარი – 800 მლ
ნიორი – 250 გ

მომზადება

დაჭრილ პომიდორს მარილი დააყარეთ, გააჩერეთ 4 საათი და შემდეგ კარგად გაწურეთ. ზეთი და ძმარი წამოადუღეთ და გააცივეთ. ხახვი, მწვანილი და ნიორი დაჭერით. სუნელები, ძმარი და ზეთი შეურიეთ, დაუმატეთ ხახვი, მწვანილები და ეს ყველაფერი მწვანე პომიდორს შეურიეთ. საჭიროების შემთხვევაში შეაზავეთ მარილით. შეგიძლიათ წიწაკაც დაუმატოთ.

_____________________________________________

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/