Category Archives: კატეგორიის გარეშე

მწვანე პამიდვრის მწნილი (1)

მწვანე პამიდორდ მოაშორეთ ყუნწები, გარეცხეთ და ალყა-ალყა დაჭერით. ასევე მრგვლად დაჭერით ხახვი, მოაყარეთ დაჭრილი წითელი ცხარე წიწაკა, ოხრახუში, ნიახური და კარგად აურიეთ. შეაზავეთ მარილითა და ძმრით. ასე შეზავებული პამიდორი 1-2 საათის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ. ინახება მაცივარში რამდენიმე კვირის განმავლობაში. მასალა: პამიდორი – 2 კგ. ხახვი – 4-5 თავი ნიახური – 3 საშუალო კონა ოხრახუში –

Read More

ახალი კიტრის მწნილი (1)

ქორფა კიტრი კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, შიგ ჩააყოლეთ სანელებლები და დაასხით მდუღარე მარილიანი წყალი. ერთ დღეში კიტრი მზად იქნება. მასალა: კიტრი – 20 ცალი მარილი – 100 გ. პირშუშხა – 20 გ. ან ალუბლის ფოთლები – 10 ცალი წყალი – 1,5 ლ. ცერეცო – 1 პატარა კონა ნიორი, წიწაკა – გემოვნებით …. წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

ნიორწყალი (1)

ორი თავი ნიორი დაარჩიეთ, გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ ცივი წყალი სასურველ სისქემდე. შეაზავეთ მარილით. მასალა: ნიორი – 2 თავი წყალი – რამდენიც დასჭირდება მარილი – გემოვნებით …. წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

ქინძმარი (1)

გაატარეთ ხორცსაკეპში ქინძი, კამა და ნიორი. გახსენით ყველაფერი წყალში, დაუმატეთ ძმარი და მარილი გემოვნებით. მასალა: ქინძი – 1 საშუალო კონა კამა –  1 თავი პატარა კონა წყალი – 1 ჩაის ჭიქა ნიორი – 1 კბილი წიწაკა, მარილი – გემოვნებით ძმარი – 2-3 სუფრის კოვზი …. წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

ტყემლის საწებელი ნიგვზით (1)

ტყემალს დაასხით 1/4 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 10 წუთი, მერე გადაიტანეთ საწურზე და დატოვეთ, სანამ სითხისგან არ დაიწრიტება. ტყემალი არ გახეხოთ, იგი სხვა რამისთვის გამოიყენეთ. დანაყილ ნიგოზს, ნიორს, ქინძს, წიწაკას, მარილს დაასხით ტყემლის წვენი სასურველ სისქემდე და კარგად აურიეთ. მასალა: ტყემალი – 1 ჩაის ჭიქა წყალი – 1/4 ჩაის ჭიქა ნიგოზი – ნახევარი ჩაის

Read More

ახალი (მწვანე) ტყემლის საწებელი (1)

გადარჩეული და გარეცხილი ტყემალი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ფარავდეს, დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ. შემდეგ გადაწურეთ და წვენი შეინახეთ ცალკე ჭურჭელში, ტყემალი გახეხეთ საწურზე. ხორცსაკეპში გაატარეთ ქინძი, ომბალო, კამა, ცერეცო, ნიორი. წიწაკა და მარილი დანაყეთ ერთად. ყველაფერი შეურიეთ გახეხილ ტყემალს. თუ სქელი გამოვიდა, დაუმატეთ თავისივე წვენი. მასალა: ტყემალი – 1 კგ. მარილი, წიწაკა –

Read More

ბრინჯის ტკბილი ფლავი (1)

ქვაბში აადუღეთ (საკმაო რაოდენობით) მარილიანი წყალი, ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი და ნახევრად მოხარშეთ. გადაწურეთ თუშფალანგზე, მოასხით ცივი წყალი. პატარა ქვაბში აადუღეთ 1,5 ჩაის ჭიქა ზეთი, მდუღარეში ჩაყარეთ 2 ჩაის ჭიქა ქიშმიში და ისევ ადუღეთ 1-2 წუთი. თუჯის ან სქელძირიან ალუმინის ქვაბში ჩაასხით ცოტაოდენი ზეთი (ქიშმიშიანი ზეთიდან). ქვაბის ძირი მოფინეთ ბრტყლად დაჭრილი ვაშლით, ან კომშით (კანიანად). მოაყარეთ

Read More

ქუმელა (1)

ტაფაზე მოხალეთ ხორბლის ფქვილი (გაყავისფრებამდე). ანადუღარ წყალს შეურიეთ თაფლი და მოზილეთ სქელი ცომი. აიღეთ პატარა ულუფები, დაამრგვალეთ, შემდეგ გააბრტყელეთ და ზემოდან დასერეთ დანით. წრიულად დააწყვეთ ბრტყელ თეფშზე და ისე მიიტანეთ სუფრაზე. (თაფლის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ შაქრის ფხვნილი) მასალა: ფქვილი – 3 ჩაის ჭიქა თაფლი – 100-150 გ. წყალი – საჭირო რაოდენობით …. წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

ბლინი (1)

ნახევარ ლიტრ წყალში გახსენით ფქვილი იმდენი, რომ თხელი არაჟნისმაგვარი მასა მიიღოთ. შეურიეთ ზეთი, მარილი და სოდა. კარგად გააცხელეთ ტაფა, ზეთი მოუსვით ფუნჯით, თანაბრად მოასხით გამზადებული ცომი და შეწვით ორივე მხრიდან. თითოეულ ბლინს ზემოდან გადაუსვით ნებისმიერი ხილის ჯემი და გადაახვიეთ (შეგიძლიათ მოაყაროთ მარტო შაქრის ფხვნილი და გადაახვიოთ). მასალა: წყალი – 0,5 ლ. ფქვილი – რამდენიც საჭიროა

Read More

ოლადი (1)

ბორჯომის წყალში გახსენით ფქვილი იმდენი, რომ ცომი სქელი არაჟნის სისქის გამოვიდეს. შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი ზეთი, 2-3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, მარილი დანის წვერით, ვანილი, ლიმონის ცედრა და დარიჩინი გემოვნებით. ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი ბლომად და წამოადუღეთ. აიღეთ ცომი სუფრის კოვზით და მოათავსეთ ტაფაზე ერთმანეთისაგან დაშორებით. როცა შეიწვება, სათითაოდ გადააბრუნეთ და შეწვით მეორე მხრიდანაც. გამზადებულ

Read More