ქუმელა (1)

ტაფაზე მოხალეთ ხორბლის ფქვილი (გაყავისფრებამდე). ანადუღარ წყალს შეურიეთ თაფლი და მოზილეთ სქელი ცომი. აიღეთ პატარა ულუფები, დაამრგვალეთ, შემდეგ გააბრტყელეთ და ზემოდან დასერეთ დანით. წრიულად დააწყვეთ ბრტყელ თეფშზე და ისე მიიტანეთ სუფრაზე.

(თაფლის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ შაქრის ფხვნილი)

მასალა:

ფქვილი – 3 ჩაის ჭიქა

თაფლი – 100-150 გ.

წყალი – საჭირო რაოდენობით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm