ტყემლის საწებელი ნიგვზით (1)

ტყემალს დაასხით 1/4 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 10 წუთი, მერე გადაიტანეთ საწურზე და დატოვეთ, სანამ სითხისგან არ დაიწრიტება. ტყემალი არ გახეხოთ, იგი სხვა რამისთვის გამოიყენეთ.

დანაყილ ნიგოზს, ნიორს, ქინძს, წიწაკას, მარილს დაასხით ტყემლის წვენი სასურველ სისქემდე და კარგად აურიეთ.

მასალა:

ტყემალი – 1 ჩაის ჭიქა

წყალი – 1/4 ჩაის ჭიქა

ნიგოზი – ნახევარი ჩაის ჭიქა

ნიორი – 2 კბილი

ქინძი – 2 ძირი

წიწაკა, მარილი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm