Category Archives: კატეგორიის გარეშე

სუპი ხინკლით

ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრები, ძვლებისაგან კი მოვხარშოთ ბულიონი და შევაზავოთ დაფნის ფოთლით ან ძმრით. რბილი ხორცი, ქონი, ხახვი, ოხრახუში, ქინძი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევაზავოთ შავი პილპილით, მარილით; ძვლებისაგან მოხარშულ და გაწურულ ბულიონში ჩავახარშოთ ხინკლები, რომლის დამზადების წესი ასეთია: 400 გრამი ფქვილისაგან და 1 კვერცხისაგან მოვზილოთ მაგარი ცომი და გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. სპეციალური საჭრისით ან

Read More

ქათმის წვენი ატრიით

გასუფთავებული ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის, თანაბარ ნაჭრებად, გავთუთქოთ მდუღარე წყალში და შემდეგ მოვათავსოთ ქვაბში, ჩავუმატოთ კარაქი, დაჭრილი ხახვი, ნიორი, დავახუროთ სახურავი და ვშუშოთ ორთქლში ნელ ცეცხლზე, სანამ ხორცი ხახვთან ერთად ჩაიშუშება. მოვზილოთ კვერცხითა და წყლით მაგარი ცომი; გავაბრტყელოთ ორი მილიმეტრის სისქემდე. დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად (4 სანტიმეტრი სიფართის), დავაწყოთ ერთიმეორეზე, დავჭრათ ასანთის ღეროების მსგავსად და გავშალოთ

Read More

ბატი ან იხვი შინდის ჩურჩით

გასუფთავებული ბატი ან იხვი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ კარგად ფარავდეს და დავდგათ ცეცხლზე. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, მერე დავამატოთ მრგვალად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კარგად გარეცხილი შინდის ჩურჩა და განვაგრძოთ დუღილი. როცა მზად იქნება, შევაზავოთ მარილით. მასალა: ბატი ან იხვი ხახვი – 500 გრამი შინდის ჩურჩა – 1 ჩაის ჭიქა

Read More

მაწვნის შეჭამანდი

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და კარაქში ან ერბოში მოვშუშოთ. მაწონს დავასხათ წყალი, კარგად გავთქვიფოთ, ჩავასხათ მოშუშულ ხახვში და ათი წუთი ვადუღოთ. კვერცხს დავუმატოთ პურის ფქვილი, გავთქვიფოთ, თანდათანობით ჩავასხათ წვენში და ხუთი წუთი ვადუღოთ ისე, რომ კვერცხი არ აგვეჭრას. ჩავყაროთ შიგ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა, რეჰანი. მასალა: მაწონი – 500 გრამი წყალი – 500 გრამი

Read More

სოკოს წვნიანი შეჭამანდი

საჭმელად ვარგისი სოკო (ან ხმელი სოკო) გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში და დავდგათ მოსახარშად. როცა კარგად მოიხარშება, გავწუროთ, დავჭრათ თხლად, ასანთის ღეროების მსგავსად. კარაქში მოვშუშოთ დაკეპილი ხახვი, ათი წუთის შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი სოკო და კიდევ ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ ბლომად სოკოს ნახარში. ადუღებისას ჩავუმატოთ სოკოს წვენში გახსნილი გაცრილი სიმინდის თეთრი ფქვილი. შევაზავოთ დანაყილი ნიოგოზით, ახალი ქინძით,

Read More

სუპი ტარხუნით, თბილისურად

3-4 ცალი მოზრდილი კარტოფილი გავფცქვნათ, გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ წყალი და მაგრად მოვხარშოთ (უნდა ჩაიშალოს). ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად და რომელიმე ცხიმში (ერბო, კარაქი, ზეთი) მოვხრაკოთ, დავაყაროთ გახეხილი სტაფილო და გავაგრძელოთ მოშუშვა; შემდეგ ჩავასხათ მოხარშული კარტოფილის წვენში და გავაგრძელოთ ხარშვა. ერთი მოზრდილი კონა ტარხუნა გავრეცხოთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად (3-4 ნაწილად). წვრილად დავჭრათ

Read More

ჩიხირთმა

ხახვი დავჭრათ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში; ჩავყაროთ ქვაბში და 30 გრამ კარაქში კარგად მოვშუშოთ. დავასხათ 6 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩავდოთ ქინძი (კონად შეკრული) და ვადუღოთ 5-10 წუთი. დუღილის შემდეგ დავამატოთ ძმარში გახსნილი პურის ფქვილი და მარილი. ამის შემდეგ ვადუღოთ კიდევ 20 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, თანდათანობით ჩავასხათ და კოვზით ვურიოთ ძმარში კარგად ათქვეფილი სამი-ოთხი ცალი

Read More

ხარშო ნიგვზით

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და მოვშუშოთ 30 გრამ კარაქში (ნელ ცეცხლზე). ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ 6-7 ჩაის ჭიქა წყალში, დავასხათ მოშუშულ ხახვს და როცა ადუღდება, დავამატოთ წინასწარ გადარჩეული, გარეცხილი ბრინჯი ან ვერმიშელი. ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და გავხეხოთ სახეხზე, ჩავასხათ ქვაბში და ვადუღოთ, სანამ ცოტა არ შესქელდება; მერე

Read More

ხარშო კვერცხით

ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში და მოვშუშოთ 30 გრამ კარაქში. დავასხათ 7 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღებისთანავე ჩავყაროთ შიგ თბილ წყალში გარეცხილი ბრინჯი და განვაგრძოთ ხარშვა. ნიგოზი, ქინძი, წიწაკა, მარილი, ნიორი, ყვითელი ყვავილი კარგად დავნაყოთ ერთად, გავხსნათ წყალში და მდუღარე წვენში ჩავუმატოთ. 10 წუთის შემდეგ დავამატოთ პატარ-პატარა ნაჭრებად დახეული ტყლაპი (შეიძლება ტყემალი ან კვაწარახი). რამდენიმე წუთის

Read More

პურის ხარშო

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ მარილი, ერბო, დავდგათ ცეცხლზე და კარგად ჩავშუშოთ. ერთი თონის პური პატარ-პატარა ნაჭრებად დავჭრათ, მოშუშულ ხახვში მოვათავსოთ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ შიგთავსი კარგად დაიფაროს. როცა პური მოიხარშება, დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი, ავურიოთ. წამოდუღების შემდეგ კერძი მზად იქნება. მასალა: თონის პური – 1 კილოგრამი ერბო – 100 გრამი ხახვი – 200

Read More