ხარშო კვერცხით

ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში და მოვშუშოთ 30 გრამ კარაქში. დავასხათ 7 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღებისთანავე ჩავყაროთ შიგ თბილ წყალში გარეცხილი ბრინჯი და განვაგრძოთ ხარშვა.

ნიგოზი, ქინძი, წიწაკა, მარილი, ნიორი, ყვითელი ყვავილი კარგად დავნაყოთ ერთად, გავხსნათ წყალში და მდუღარე წვენში ჩავუმატოთ. 10 წუთის შემდეგ დავამატოთ პატარ-პატარა ნაჭრებად დახეული ტყლაპი (შეიძლება ტყემალი ან კვაწარახი). რამდენიმე წუთის დუღილის შემდეგ სათითაოდ დავახალოთ ოთხი-ხუთი უმი (აუთქვეფავი) კვერცხი. როცა კვერცხი მოიხარშება, დავამატოთ 20 გრამი კარაქი და დაჭრილი მწვანილი.

მასალა:

ხახვი – 300 გრამი

კარაქი – 50 გრამი

წყალი – 8 ჩაის ჭიქა

ბრინჯი – 0,5 ჩაის ჭიქა

ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა

კვერცხი – 4-5 ცალი

ქინძი, წიწაკა, მარილი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, ტყემალი (ტყლაპი, კვაწარახი) – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/