სუპი ხინკლით

ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრები, ძვლებისაგან კი მოვხარშოთ ბულიონი და შევაზავოთ დაფნის ფოთლით ან ძმრით.

რბილი ხორცი, ქონი, ხახვი, ოხრახუში, ქინძი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევაზავოთ შავი პილპილით, მარილით; ძვლებისაგან მოხარშულ და გაწურულ ბულიონში ჩავახარშოთ ხინკლები, რომლის დამზადების წესი ასეთია: 400 გრამი ფქვილისაგან და 1 კვერცხისაგან მოვზილოთ მაგარი ცომი და გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. სპეციალური საჭრისით ან ჩაის ჭიქის პირით ამოვჭრათ რგოლები. თოთოეულ რგოლზე დავდოთ თითო ჩაის კოვზი ხორცის სატენი, ცომის ნაპირებს წავუსვათ კვერცხის ცილა და ისე შევკრათ რომ მივიღოთ ნახევარწრე.

შემდეგ ხინკლები სათითაოდ ჩავუშვათ ადუღებულ ბულიონში და ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში.

მასალა:

ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი

ქონი – 100 გრამი

პურის ფქვილი – 400 გრამი

კვერცხი – 2 ცალი

ხახვი – 2-2 თავი

დაფნის ფოთოლი – 3 ცალი

ძმარი – 2 სუფრის კოვზი

მწვანილი, პილპილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/