შემწვარი და ჩახოხბილი ორაგული
ორაგული გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, დავჭრათ ნაჭრებად და შევწვათ. ძმარში ავურიოთ დაკეპილი ხახვი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ, მერე ჩავაწყოთ შიგ შემწვარი ორაგული და წამოვადუღოთ. … წყარო: http://www.mzareuli.com/
ორაგული გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, დავჭრათ ნაჭრებად და შევწვათ. ძმარში ავურიოთ დაკეპილი ხახვი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ, მერე ჩავაწყოთ შიგ შემწვარი ორაგული და წამოვადუღოთ. … წყარო: http://www.mzareuli.com/
ქამბალა ერთი-ორი საათით დავალბოთ თბილ წყალში, მოვაშოროთ ქაცვი, გადავაძროთ კანი, დავჭრათ ნაჭრებად და მოვხარშოთ მარილწყალში ან შევწვათ ზეთში, ორივე მხრიდან. ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი ერთად კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ადუღებულ ცივ წყალში, დავუმატოთ ძმარი და ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. თევზი დავაწყოთ ლანგარზე და ზემოდან გადავასხათ მომზადებული საწებელი. მასალა: ქამბალა – 1 კილოგრამი ზეთი – 2-3
გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, ორაგული) მოვათავსოთ ფაიფურის ან მომინანწრებულ ჭურჭელში, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, თხელ ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი და ავურიოთ. მერე დავახუროთ ჭურჭელს სახურავი და დავდგათ გრილ ალაგას რამოდენიმე საათით, ან შეიძლება 1 დღე-ღამე. ასეთი სახით გამზადებული თევზი წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერცხალზე. შემწვარი თევზი სუფრაზე მივიტანოთ შამფურით, თან
გასუფთავებული, გარეცხილი და ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, თორუჯი) ერთ ფენად მოვათავსოთ ქვაბში, მოვასხათ ზეთი, დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. მასალა: თევზი – 1 კილოგრამი პამიდორი – 1 კილოგრამი ხახვი – 4-5 თავი ქინძი – 5-6 ძირი დაფნის ფოთოლი – 2-3 ცალი ზეთი – 1 ჩაის ჭიქა მარილი, პილპილი – გემოვნებით
ნედლ თევზს მოვაცილოთ ქერცლი, გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ; მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში ან დანაყილ ორცხობილაში და მაშინვე დავდოთ გაცხელებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან. შემწვარი თევზი დავალაგოთ ლანგარზე. დავნაყოთ ნიგოზი, მწვანილი, მარილი, წიწაკა. ეს ყველაფერი გავხსნათ ძმარგარეულ წყალში და მოვასხათ შემწვარ თევზს. სუფრაზე შეიძლება თევზი ცალკე მივიტანოთ და საწებელი ცალკე.
ქარიყლაპია, ლოქო, წვერა, კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა ტაფაზე. მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დავასხათ ზეთი და 2 ჩაის ჭიქა პამდვრის წვენი; ჩავაყოლოთ სტაფილო, დაფნის ფოთოლი, 20-25 მარცვალი შავი პილპილი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. მოხარშული თევზის ნაჭრები დავალაგოთ ღრმა ლანგარზე და ზედ მოვასხათ თავისივე წვენი.
ნედლი თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ასე დავტოვოთ 1 საათი. შემდეგ ჩავდოთ თიხის ქოთანში, ზედ დავაწყოთ თხლად დაჭრილი ლიმონი, შავი პილპილის მარცვლები, რამოდენიმე ცალი დაფნის ფოთოლი, მოვასხათ ზეთი. ქოთანს ცომით კარგად გადავულესოთ თავი და შევდგათ აირღუმელში. 1-1,5 საათის შემდეგ მივიტანოთ სუფრაზე ქოთნითვე. მოვაცილოთ შიგ ჩახარშული დაფნის ფოთლები, ლიმონის ნაჭრები. სუფრაზე მივიტანოთ შესაფერი გარნირიც.
ეს კერძი მზადდება ისევე, როგორც თევზი ქოთანში ლიმონით, მხოლოდ იმ განსხავევბით, რომ ლიმონის ნაცვლად იხმარება პამიდორი. მასალა: ნედლი თევზი – 1 კილოგრამი მცენარეული ზეთი – 50 გრამი პამიდორი – 1 კილოგრამი დაფნის ფოთოლი – 3 ცალი ხახვი – 3-4 ცალი მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/
დოში წინა ღამით უნდა დავალბოთ, ხოლო მეორე დღეს სხვა წყალში მოვხარშოთ. წყალი ბლომად უნდა დაესხას და ისე მოიხარშოს. გავუკეთოთ ნიგვზის ან ძმრის საწებელი და მოხარშული თევზი შიგ ჩავაწყოთ … წყარო: http://www.mzareuli.com/
გამოშიგნული, გარეცხილი წვრილი თევზი დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ. ერთად დავნაყოთ წიწაკა, ნიორი, ქინძი, მარილი, გავხსნათ ბროწეულის წვენში. შემწვარი თევზი ლანგარზე დავალაგოთ, ზემოდან მოვასხათ ბროწეულის საწებელი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დარჩეული ბროწეულის მარცვლები. მასალა: წვრილი თევზი – 1 კილოგრამი მცენარეული ზეთი – 4-5 სუფრის კოვზი ქინძი – 5 ძირი ბროწეული –