Category Archives: კატეგორიის გარეშე

შემწვარი გოჭი

კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი მუცლის ღრუში და გარედან. ძალიან წმინდად დავნაყოთ წინასწარ ცხელ წყალში დამბალი წიწაკა, ნიორი, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი. ეს ყველაფერი გავხსნათ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთში და გოჭს წავუსვათ როგორც შიგნით, ასევე გარეთაც. ამ ნაერთის მაგიერ, შეწვის დროს შეიძლება ხანგამოშვებით წავუსვათ ერბო ან წყალი. გოჭი შეიძლება შეიწვას როგორც ღუმელში, ასევე ნაკვერჩხალზე, შამფურზე წამოცმული.

Read More

თავისივე შიგნეულით გამოტენილი შემწვარი გოჭი

კარგად გასუფთავებულ გოჭს ამოვაცალოთ შიგნეული, ნაწლავები, გადავაბრუნოთ და დიდხანს ვრეცხოთ ჩამდინარე წყალზე. მერე გავრეცხოთ სიმინდის ფქვილითა და წყლით, შემდეგ სუფრის მარილით და ბოლოს ისევ მარტო წყლით. ნაწლავები დავჭრათ შიგნეულთან ერთად და მოვხარშოთ, წვრილად დავჭრათ, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დანაყილი ქინძი, წიწაკა და კარგად ავურიოთ. გასუფთავებულ გოჭს წავუსვათ მარილი მუცლის ღრუში და გარედან. მუცლის ღრუში მოვათავსოთ გამზადებული

Read More

შემწვარი გოჭი სატენით იმერულად

კარგად გასუფთავებულ გოჭს ამოვაცალოთ შიგნეული, კარგად გავრეცხოთ და ჩავყაროთ მდუღარეში, როცა მოიხარშება, ამოვიღოთ, დავჭრათ ძალიან წვრილად, დავაყაროთ მარილი, შავი პილპილი; მოვხრაკოთ ერბოში. ცალკე მოვხარშოთ მარილწყალში ბრინჯი და შევურიოთ მოხრაკულ შიგნეულს. შევაზავოთ მწვანილით (ოხრახუში, ქინძი, კამა) ყვითელი ყვავილით, მოვათავსოთ გოჭის მუცლის ღრუში, გავკეროთ და წამოვაგოთ შამფურზე. თავი და ფეხები დავამაგროთ კანაფით და შევწვათ ნაკვერჩხალზე. … წყარო:

Read More

ყველით გამოტენილი შემწვარი გოჭი

გოჭი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი მუცლის ღრუში და გარედან. კუჭ-ღვიძლი მარილწყალში მოვხარშოთ, დავჭრათ წვრილად, დავამატოთ დაჭრილი, უმარილო ახალი ყველი, პიტნა, ტარხუნა, მარილი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ამ გამზადებული მასალით გამოვუტენოთ გოჭს მუცლის ღრუ, ძაფით ამოვკეროთ და შევწვათ ღუმელში ან შამფურზე. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ღორის მწვადი

მსუქანი ღორის ხორცი (უმჯობესია ზურგის ნეკნებიანი მხარე, ბარკლის ნაჭერი და სხვა) დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით. შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე; შამფური სულ ვატრიალოთ. როცა მწვადი მზად იქნება, მოვაყაროთ მრგვალად დაჭრილი ხახვი და შემოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები. სუფრაზე მწვადთან ერთად, ცალკე, მივიტანოთ ბროწეულის ან ტყემლის საწებელი. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ცხვრის, ძროხის ან ღორის ხორცის ბასთურმა

ცხვრის, ძროხის ან ღორის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, გავრეცხოთ და ჩავდოთ თიხის, მინანქრის ან ფაიფურის ჭურჭელში. დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი, დავასხათ ძმარი, დავახუროთ სახურავი და შევინახოთ რამოდენიმე საათით (შეიძლება ერთი დღე და ღამეც). შემდეგ ამოვიღოთ, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე ან ღუმელში. ბასთურმა შეიძლება უძმროდაც მომზადდეს. … წყარო: http://www.mzareuli.com/

სუკის ბასთურმა

სუკი თანაბარი ოდენობის ნაჭრებად დავჭრათ, ჩავაწყოთ შესაფერ ჭურჭელში, დავუმატოთ მარილი, პილპილი, დაკეპილი ხახვი და რამოდენიმე საათით გავაჩეროთ. შემდეგ ხორცი შამფურზე ავაგოთ და შევწვათ ნაკვერჩხალზე. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ დაკეპილი, უმი ხახვი. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ცხვრის ხორცის მწვადი ბადრიჯნით

ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, შევაზავოთ მარილით და წამოვაგოთ შამფურზე. შევწვათ ნაკვერჩხალზე ან ღუმელში. რამოდენიმე ცალი ბადრიჯანი გავრეცხოთ, მოვაჭრათ თავი, გავსეროთ დანით შუაზე, ისე რომ ერთმანეთს არ მოცილდეს, ჩავდოთ შიგ გულსართი, რომელიც ასე უნდა მომზადდეს: დავჭრათ წვრილად ცხვრის დუმა, ავურიოთ შიგ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი (ოხრახუში, ქინძი, რეჰანი, ქონდარი). ასეთნაირად მომზადებული ბადრიჯანი წამოვაგოთ

Read More

მწვადი აფხაზურად

კარგად გარეცხილი მსუქანი ცხვრის ხორცი, ღვიძლი, ელენთა და დუმა დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და წამოვაგოთ შამფურზე. შევწვათ; სუფრაზე მიტანისას მწვადს მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ოხარხუში და ბროწეულის, ან კოწახურის მარცვლები. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ცხვრის მწვადი მწყემსურად

მსუქანი ცხვრის ან ბატკნის ხორცი (როგორც ნეკნებიანი, ისე რბილი ადგილები) დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, კარგად ავურიოთ და ჩავყაროთ თუჯის ქვაბში (ან ტაფაში). დავდგათ ძლიერ ცეცხლზე და შევწვათ თავისივე სიმსუქნებში. ხანგამოშვებით ვურიოთ, ისე, რომ თითოეული ნაჭერი კარგად გაწითლდეს. როდესაც შეიწვება, მწვადს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სამი სანტიმეტრის სიგრძეზე დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი. მასალა:

Read More