ინდაურის ან ქათმის საცივი
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევგდათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხახვი, როცა ოდნავ გავარდისფერდება ჩავასხათ ბულიონში. ნიგოზი ხორცსაკებ მანქანაში კარგად გავატაროთ. ყვითელი ყვავილი კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავანაყოთ ნიორი, ავურიოთ ნიგიზში და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის