ქათმის ხარჩო
კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშათ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე მოვხარშოთ გახეხილი პომიდორი. კარგად დავნაყოთ ნიგოზი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი. ყველაფერი ეს გავხსნათ პამიდვრის წვენში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ჩავასხათ წვენში. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი. მასალა: ხახვი-5 თავი პამიდორი-1კგ ნიგოზი-1ჩაის ჭიქა ოხრახუში-4ძირი ქინძი-3ძირი