ვარია ნიგვზის საწებლით, მეგრულად
გასუფთავებულ, გარეცხილ ვარიას ჩავუწყოთ მუცლის ღრუში შიგნეული და ფეხები, მოვაყაროთ მარილი, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური ნელა ვატრიალოთ და ხანგამოშვებით წავუსვათ გამდნარი კარაქი (ვარია შეიძლება შეიწვას ჩვეულებრივ ტაფაზეც – ტაბაკად). როცა მზად იქნება დავჭრათ, ჩავაწყოთ ღრმა ჭურჭელში და ზემოდან დავასხათ მზა ბაჟა, რომელიც შემდეგნაირად კეთდება: ნიგოზი, პიტნა, ქინძი, კამა, წიწაკა დავნაყოთ ერთად, რაც შეიძლება