ფრინველის კუჭმაჭი ნიგვზით

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი შინაური ფრინველის კუჭმაჭი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. მოხარშული, გაციებული კუჭმაჭი დავჭრათ წვრილ, ოთხკუთხედ ნაჭრებად, ავუროთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ქონდარი. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი (ხმელი), სუნელი, ნიორი. ყველაფერი ეს გავხსნათ კუჭმაჭის ბულიონში, დავამატოთ ძმარი (ან ბროწეულის წვენი), მარილი და კარგად ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.

მასალა:

ფრინველის კუჭმაჭი – 1 კილოგრამი

ხახვი – 2-3 ცალი

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

ქონდარი – 5-6 ძირი

ნიორი – 2-3 კბილი

ბროწეული – 1 ცალი

წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი, სუნელი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/