სოიას კატლეტი
1 კგ სოია, 300 გრ პური, 2-3 თავი ხახვი, 200 გრ ზეთი, 2-3 კბილი ნიორი, ორცხობილას საფანელი ან ფქვილი, ოხრახუში, ქინძი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით. გადარჩეული და გარეცხილი სოია მოვათავსოთ მინანქრიან ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 30-40 წუთი. გაჯირჯვებული სოია გადავიტანოთ თუშფალანგზე, გავწუროთ ხელით. გაწურული სოია დამბალ პურთან, ხახვთან, ნიორთან და მწვანილთან ერთად