მაკარონი სოკოთი

400 გრ სამარხვო მაკარონი, 2,5 ლ წყალი, 50 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, მარილი – გემოვნებით;

50 გრ ხმელი სოკო, 50 გრ მარგარინი, 100 გრ მოშუშული ხახვი, ოხრახუში – გემოვნებით.

სამარხვო მაკარონი მოვხარშოთ ჩვეულებრივად (იხ. რეცეპტი #17).

სოკო გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავალბოთ წყალში და იმავე წყალში მოვხარშოთ უმარილოდ. მზა სოკო გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. თავი ხახვი გავფცქვნათ, გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ, მოვშუშოთ. დავამატოთ დაჭრილი სოკო და ისევ მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში. მზა ხახვი და სოკო შევურიოთ მოხარშულ მაკარონს, გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ დაჭრილი ოხრახუშით

წყარო: http://www.mzareuli.com/