ხინკლის გამოძახება ციმციმ მოტანით . ციმციმ – ანუ სათუთად.
სტატია მოამზადა ხინკლის ჩანგლით მჭამელთა ასოციაციის საპატიო წევრმა თამარ თეთრაძემ. 🙂
ხინკალი მოგინდა? ხინკლის გამოძახება ციმციმ მოტანით – 599 06 91 51
ხინკლის გამოძახება ციმციმ მოტანით აქტუალურია თბილისში და არა მხოლოდ. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ქალაქურ ხინკალზეა. მეორე ადგილი მთიულურს ერგო წილად.
“ენდ გრემი გოუს თუუუ…”
უი თუ ეს აქ არ უნდა დამეწერა.
მოკლედ, დღეს ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ტრადიციულ ფშავურ ხინკალზე ვისაუბრებთ.
ფშავური ამბავი
ამბავი ხინკლის შექმნაზე თითქმის ყველას გაგვიგია. ვინც ჯერ კიდევ არ იცის გეტყვით. პირველი ხინკლის მოხვევა სწორედ ფშავს უკავშირდება. ხევისბერის ოჯახში სტუმრები მისულან. ტრადიციულად სტუმარს სუფრაზე მიწვევით ხვდებოდა ქართველი ყოველთვის. ეგ ახლაა ყავაზე რომ მიგიწვევენ. ან შეიძლება ეგეც არ შემოგთავაზონ. მოკლედ ეს იქით იყოს და…
ხევისბერის ცოლს არაფერი ჰქონია სახლში.
მხოლოდ ხორცით და ფქვილით რა უნდა გაეკეთებინა? კინაღამ შერცხვა ქალი. ამიტომაც უმარჯვია და ახალი კერძი მოუფიქრებია. დაუკეპავს ხორცი. წყლისა და ფქვილისგან მოუზელია მაგარი ცომი. ხორცი ცომის თხელ ფენაში ჩაუდია და მოუხვევია.
პირველი შემფასებლები
დიდი მოწონება დაუმსახურებია ახალ კერძს. ასე გახდნენ ხინკლის პირველი შემფასებლები, პირველი ევროპელები.. კი არა და, ხევისბერის სტუმრები. ხინკალი შექმნის დღიდან ძალიან უყვართ. ალბათ სწორედ ამიტომაც დღეს ქართულ სამზარეულოს ერთ-ერთ მთავარ კერძად ითვლება.
ფშავური ხინკლის რეცეპტი
ფშავური ხინკლის მოსამზადებლად საჭიროა ცხვრის ხორცი.
თუ ცხვრის არ გვაქვს, საქონლის და ღორის შერეულიც შეიძლება. თუ ეგეც არ გვაქვს, მაშინ ვიღებთ ტელეფონს, ვუკვეთავთ და ველოდებით როდის მოგვიგაკუნებს მოხარშული ხინკლები კარზე თავად.
იმისთვის რომ ხინკალი გემრიელი გამოვიდეს,
ხორცი უნდა იყოს საუკეთესო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის გულსართის მომზადება. აქ ხორცსაკეპი მანქანა ნამდვილად არ დაგვჭირდება. ხორცი უნდა დავკეპოთ დანით. უფრო ტრადიციულად ხმლით ან ხანჯლითაც შეგვიძლია. ვისაც ხმალი არ გაქვთ ისევ დანას ვუბრუნდებით თუ დანაც არ გვაქვს, მაშინ ტელეფონი ხომ გვაქვს?! არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ხორცი ხახვთან და წიწაკასთან ერთად უნდა დაიკეპოს. ფშავური ხინკლის გემოს მთავარი საიდუმლო სწორედ ეს არის. ერთად დაკეპვის დროს ხახვის და მწვანე წიწაკის წვენი კარგად უჯდება ხორცს და განსაკუთრებულ გემოს სძენს. სრულყოფისთვის შავი პილპილი და ძირა, ან ქონდარია საჭირო.
ცომის მომზადება:
ცომის მოსამზადებლად ჯამში უნდა ჩავყაროთ მარილი და ფქვილი. დავამატოთ ცივი წყალი და მოვზილოთ. გავაბრტყელოთ და ჭიქით დავჭრათ რგოლები. დავდოთ მომზადებული ფარში და შევახვიოთ.
ხინკლის მოხვევა
გაბრტელებულ ცომზე დადებული ხორცი მთავარია ლამაზად მოვახვიოთ. ამისთვის უნდა ავიღოთ ცომის კიდეები და ერთად მოვუკრათ თავი. ფშავურ ხინკალს კუჭი დიდი არ უნდა ქონდეს. დაახლოებით თვრამეტი-ცხრამეტი ნაოჭი სავსებით საკმარისია. თუ იმასაც მოვახერხებთ რომ ოცდახუთი ან ოცდარვა ნაოჭი გავუკეთოთ, მაშინ ნამდვილად მოხვევის ოსტატებად ჩავითვლებით.
თუ ვერც ცხრამეტ ნაოჭს უკეთებ, ვერც ოცდარვას და ვერც ორს. აიღე ბიძიკო ტელეფონი და შეუკვეთე.
ცხელ-ცხელი ხინკალი მალე თავად მოგიკაკუნებს კარზე.
ხინკლის გვერდები ქართულ სოციალურ ქსელებში , საკმაოდ პოპულარული თემაა
- ქალაქური ხინკალი გამოძახებით
- ხინკალი
- ხინკალი სწრაფად მოტანით
- ხინკალი იაფად მოტანით
- ხინკალი სახლში
- ხინკალი ,,რა დედამ გშობა“ ..
- ხინკალი 7/24
- ხინკლის ფურშეტი
- აპოხტის ხინკალი
- სახინკლეები
- ხინკლის გამოძახება გლდანი, მუხიანი
- ხინკალი ვაკეში
- ხინკალი ბათუმში
- Хинкали по вызову
- Вызов Хинкали
- Khinkali delivery
ხინკალი ქართულ web-სივრცეში
- ხინკალი გამოძახებით
- ხინკლის შეკვეთა
- ხინკალი
- ხინკალი გამოძახებით
- ხინკლის შეკვეთა
- კახური ხინკალი გამოძახებით
- ქალაქური ხინკალი გამოძახებით
- მთიულური ხინკალი გამოძახებით
- ბატის ხინკალი გამოძახებით
- კარტოფილის ხინკალი გამოძახებით
- მოხევური ხინკალი გამოძახებით
- ყველის ხინკალი გამოძახებით
- ხაჭოს ხინკალი გამოძახებით
- ჭინჭრის ხინკალი გამოძახებით