მაწვნის სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- რძე – 1 ლ 2 ც ხახვი
- არაჟანი / ხაჭო – 2 სუფრის კოვზი
- კვერცხი – 2 ც
- მაწონი – 1 ლ
- 2ს.კ ფქვილი
- მწვანე ხახვი
- ქინძი, კამა და ტარხუნა – 1-1 კონა
- 50 გრ კარაქი
- მარილი გემოვნებით
მაწვნის სუპის მომზადების საფეხურები:
- დავჭრათ ხახვი წვრილად და მოვხრაკოთ კარაქში.
- ქვაბში ვყრით ფქვილს და სულ ვურევთ.
- გათქვეფილ მაწონს ვუმატებთ ნახევარ რძეს და ხაჭოს/არაჟანს .
- დუღილამდე რომ მივა, გასასქელებლად დარჩენილ რძესაც ვამატებთ, მაგრამ ძალიანაც არ უნდა გავასქელოთ.
- ვამატებთ მარილსა და დაჭრილ მწვანილებსაც.
- ბოლოს გათქვეფილ კვერცხს ჩავასხამთ და 5 წუთში გამოვრთავთ.
- აუცილებელია, რომ ამ კერძს სულ ვურიოთ, თორემ აიჭრება.