ცეხვილი ხაჭაპური

ცეხვილი ხაჭაპური ცეხვილი ფქვილიგან მზადდება და  დიდ მოწონებას იმსახურებს. მიზეზი მარტივია – ცეხვილი ფქვილი მიიღება დაცეხვილი ხორბლისაგან, რომელშიც შენარჩუნებულია ხორბლის მარცვალში არსებული ყველა სასარგებლო ნივთიერება, ნაკლებია სახამებელი და დიდი რაოდენობითაა უჯრედისი. ქვემოთ გთავაზობთ ცეხვილი  ხაჭაპურის რეცეპტებს.

ცეხვილი ფქვილით მომზადებული იმერული ხაჭაპური

ცომი შეგვიძლია მოვამზადოთ როგორც წყალზე, ასევე რძეზე, ასევე წყლისა და რძის ნარევზე.

ინგრედიენტები ცომისათვის: 

  • 1 კგ ცეხვილი ფქვილი
  • 500 მლ თბილი წყალი
  • 3 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი

გულსართი 

  • 1 კგ ჭყინტი ყველი
  • 2 კვერცხი
  • კარაქი – ზემოდან წასასმელად

მომზადების წესი:

  • მარილი და საფუარი გავხსნათ თბილ წყალში, დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ ჩაის ტილო და  დავდგათ ასაფუებლად.
  • როცა ცომი ამოვა, აფუვდება,  ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით და კვლავ გავაჩეროთ და ვაცადოთ აფუება.
  • დავფხვნათ ყველი და შევურიოთ კვერცხი. ცომი დავყოთ 4-5 თანაბარ გუნდად. ასევე დავყოთ ყველის გულსართი, მოვათავსოთ ცომში და შევკრათ. ჯერ მსუბუქად, ხის დაფაზე გავაბრტყელოთ, შემდეგ კი ფორმაში ან გახურებულ ტაფაზე ხელით გავაბრტყელოთ ისე, რომ თანაბრად თხელი ხაჭაპური გამოვიდეს.
  • ხაჭაპური შგვიძლია გამოვაცხოთ ღუმელში 220-250 გრადუსზე, ასევე ტაფაზე – ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მხრიდან. მზა ხაჭაპურს წავუსვათ კარაქი.

ცეხვილი ფქვილით მომზადებული გურული ხაჭაპური

მოვზილოთ ცომი ცეხვილი ფქვილისაგან.

ხელით დავჭყლიტოთ 400 გრამი ახალი უმარილო ყველი და ავურიოთ შიგ ხელით დაფხვნილი 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი.

მოზელილი ცომი გავაბრტყელოთ. გაბრტყელებული ცომის 1 ნახევარზე დავდოთ გამზადებული ყველი, ზედ დავაწყოთ მრგვალად  ნაჭრებად დაჭრილი ორი-სამი კვერცხი ისე, რომ ყველი მთლიანად დაფაროს.

ცარიელი ნახევარი ცომი  გადმოვკეცოთ და  ჩავუკეცოთ ნაპირები. შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ. ცხელ-ცხელს წავუსვათ კარაქი


ცეხვილი ფქვილით მომზადებული მეგრული ხაჭაპური

ინგრედიენტები: ცეხვილი ხაჭაპური

  •  1 კგ  ცეხვილი ფქვილი
  • 10 გ საფუარი
  • 15 გ შაქარი
  • 10 გ მარილი
  • 50 გრ კარაქი
  • 400 მლ წყალი
  • 60 მლ ზეთი
  • 1 კგ იმერული ყველი
  • 1 კგ სულგუნი
  • 3 ც კვერცხი

მომზადება:

ფქვილი ჩაყარეთ დიდ თასში. ფქვილში ხელით გააკეთეთ ღრმული. ცალკე საფუარი, მარილი და შაქარი გახსენით 200 მლ თბილ წყალში. გაადნეთ კარაქი. ფქვილის ღრმულში ჩაასხით საფუვრიანი წყალი და გამდნარი კარაქი. დაუამტეთ მარილი.

ღრმულის ნაპირებიდან ფქვილი ხელით ნელ-ნელა შეურიეთ სითხეს და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. თუ ცომი მშრალი გამოვიდა, შეურიეთ ცოტაოდენი წყალი. ბოლოს შეაზილეთ ზეთი, დააფარეთ თავზე და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად.

ამოფუებული ცომი ჩაზილეთ ზეთიანი ხელით 2-ჯერ, თხუთმეტი წუთის შუალედით.

გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე, ჩაახალეთ 3 კვერცხი და კარგად აზილეთ ხელით. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მარილი. ამოფუებული ცომი დაყავით 300 გრამიან გუნდებად და გააბრტეყელთ მრგვლად. შუაგულში ჩაუდეთ 300 გრამიანი კვერცხიანი ყველის გუნდა, ცომს მოუკარით პირი და გააბრტყელეთ. თითოეულ გაბრტყელებულ ხაჭაპურს მოაყარეთ 100 გ გახეხილი სულგუნი და შედგით ღუმელში გამოსაცხობად 250 გრადუსზე.


ცეხვილი ფქვილით მომზადებული მეგრული ხაჭაპური

ინგრედიენტები – ერთი ხაჭაპურისთვის საჭიროა:

  • მარილი – 1 ჩ.კ
  • კვერცხი – 1
  • შაქარი – 1 ჩ.კ
  • საფუარი – 12 გ
  • ზეთი – 1 ს.კ
  • რძე – 200 მლ
  • ცეხვილი ფქვილი – 600 გ
  • გახეხილი ყველი – 180 გ
  • კვერცხი – 3
  • კარაქი – 20 გ

ავურიოთ ცეხვილ ფქვილში საფუარი, შაქარი და მარილი და დავასხათ რძე, მოვზილოთ ნაზი ცომი და ვაცალოთ ამოფუება. შემდეგ გავაბრტყელოთ მრგვალად.

შემოვახვიოთ ორივე მხრიდან და წვეროები შევუკრათ, მივცეთ ნავის ფორმა; წავუსვათ  კვერცხის გული. ყველს დავამატოთ ერთი კვერცხი და ჩავდოთ ნავის ფორმაში.

შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ ცოტა რომ შეწითლდება გამოვიღოთ ღუმელიდან, დანით ხაჭაპურის გულში გავაკეთოთ ჩაღრმავება და შიგ უმი კვერცხი მოვათავსოთ; შევდგათ ისევ  ღუმელში 5 წუთი, სანამ ცილა შეიკვრება.

გამომცხვარი ხაჭაპური გამოვიღოთ ღუმელიდან,  დავადოთ ზემოდან კარაქის ნაჭერი და მივირთვათ გემრიელად. >>> კულინარია და სასმელები


 

Share on Facebook
Facebook
Share this...