თაფლის მუსები

თაფლის მუსები

* თაფლი ფართოდ გამოიყენება ხილის დესერტების დამზადებისას. მისი წყალობით ხილი ნატურალურ ფერსა და გემოს ინარჩუნებს. მაგრამ ასეთი შემთხვევებისთვის  სუსტი გემოსა და სუნის თაფლი უნდა შეირჩეს, რომ ხილის გემო არ დაჩრდიოლოს.
* ხილმა ზამთარში ახლის გემო რომ შეინარჩუნოს, ნაჭრებად დაჭრილს თაფლი დაასხით და მაცივარში შეინახეთ. ხოლო მთლიან ხილს 1 ჭიქა წყლისა და 2 ჭიქა თაფლის ნაზავს ასხამენ.
* იოგურტი თაფლით – შესანიშნავი დესერტია
* ბლინების რეცეფტებში შაქრის თაფლით შეცვლა გემოს განუმეორებელს გახდის.
* ბანანი თაფლით – პუდინგის შესანიშნავი სამშვენისი
* შეურიეთ თაფლი ნაღების კარაქს და ეს ნარევი ბისკვიტს გადაუსვით. მოხარშულ შოკოლადს შეცვლის.

მუსი თაფლის       
ოთხი კვერცხის გულს თანდათან მოვასხათ ერთი ჩაის ჭიქა თაფლი და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ არ შესქელდება; გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ.

მასალა:
კვერცხი – 4 ცალი
თაფლი – 1 ჩაის ჭიქა
———————–

წყარო: www.bee.ge