კექსი ვაშლის ნახარშით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

280 გრამი ფქვილი,
160 გრამი შაქარი,
100 გრამი მცენარეული ზთი,
½ ჭიქა ქიშმიში,
1/2 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი,
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი,
მარილი.

ნახარშისათვის:
400 მლ წყალი,
1 ვაშლი,
1 სუფრის კოვზი შაქარი,
დარიჩინი.

მომზადება:

1. ვაშლი გავრეცხოთ, გავჭრათ ოთხად და მოვაცილოთ კურკები, დავასხათ ადუღებილი წყალი, დავამატოთ დარიჩინი, შაქარი და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 5 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავაფაროთ სახურავი და გავაჩეროთ 15 წუთი. შემდეგ გადავწუროთ.
2. 25 გრამი ვაშლის ნახარში ჩავასხათ ჯამში, დავამატოთ შაქარი, მცენარეული ზეთი. ცალკე ჭურჭელში ფქვილს შევურიოთ დარიჩინი და გამაფხვიერებელი და შემდეგ დავამატოთ ნახარშს, ცომი უნდა გამოვიდეს შესქელებული არაჟნის სისქის.
3. ცომს დავამატოთ წინასწარ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში და დაჭრილი ნიგოზი.
4. კექსის ფორმას წავუსვათ ზეთი და მასა ჩავასხათ ფორმაში.
5. კექსი გამოვაცხოთ 1800 ცელსიუსზე 5 წუთის განმავლობაში.
6. გამოცხობიდან 10 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ ფორმაში, შემდეგ გადმოვიღოთ, მოვაყაროთ შაქრის პუდრა, დავჭრათ და მივიტანოთ მაგიდზე.

Share on Facebook
Facebook
Share this...