ხილის პეროგი რომით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

10 პორციისთვის საჭირო ინგრედიენტები:

ცომისთვის:
250 გრამი ფქვილი,
ვანილი,
მარილი,
200 გრამი ნაღების კარაქი,
150 გრამი არაჟანი;

მოსართავად: 2 კვერცხის ცილა, 2 სუფრის კოვზი რძე, 50 გრამი მსხვილმარცვლებიანი შაქარი;

შიგთავსისათვის: 100 მლ სიროპი რომით, 100 მლ წითელი მოცხარის წვენი, 300 გრამი ხილი (რომში ჩალაგებული),

300 გრამი ნაღები, ვანილი;

მომზადება:

1. ოთახის ტემპერატურაზე გამდნარ კარაქს დავამატოთ არაჟანი, მარილი, ვანილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი, გავაცივოთ 30 წუთი. შემდეგ გავაბრტყელოთ 3 მილიმეტრის სისქეზე და გამოვჭრათ 20 წრე. ეს წრეები დავჩხვლიტოთ ჩანგლით.
2. რძეს შევათქვიფოთ კვერცხის გული და ცილა. ეს მასა წავუსვათ წრეებს. 10 წრეს მოვაყაროთ მსხვილმარცვლოვანი შაქარი და გამოვაცხოთ 2000 ცელსიუსზე 12 წუთის განმავლობაში.
3. ავთქვიფოთ ნაღები, და მას შევათქვიფოთ სიროპი და წვენი, ვანილი.
4. გამომცხვარ წრეებს სუაგულში დავადოთ ხილი, გარშემო შიგთავსი. ზემოდან დავაფაროთ შაქარმოყრილი გამომცხვარი წრრები.

Share on Facebook
Facebook
Share this...