ომლეტი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

2 ცალი კვერცხი,
30 მლ რძე,
ნაღების კარაქი,
მარილი.

მომზადება: კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად, დავამატოთ რძე. სანამ ათქვეფას დავიწყებთ, უნდა გავაცხელოთ ტაფა, კარაქის ნაჭრით. თუ გინდათ ომლეტი ყველით, მასას შეურიეთ გახეხილი ყველი.
გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ათქვეფილი მასა, დავაფაროთ სახურავი და საშუალო ცეცხლზე მოვამზადოთ 3-4 წუთის განმავლობაში.
მომზადების შემდეგ ტაფა გადმოვაბრუნოთ და თეფშზე მოვათავსოთ მრგვლად შემწვარი ომლეტი.
ომლეტი შეიძლება მოვაზადოთ სხვადასხვა სართით, ამისათვის საჭიროა ჯერ სართი შევწვათ ტაფაზე და შემდეგ დავუმატოთ გათქვეფილ კვერცხი და რძე.
შიგთავსად შგვიძლია გამოვიყენოთ: პომიდვრის ნაჭრები, ლორი, ბროკოლი, სტაფილო, მწვანილი, მწვანე ბარდა,

შამპინიონები; ბერძნული ვარიანტია: ყველი და ზეთის ხილი.