გემრიელი ბუტერბროდი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე,
სალათის ფურცლები,
პომიდორი,
მოხარშული კვერცხი,
წითელი ბულგარული წიწაკა,
ღვინის ძმარი,
ზეითუნის ზეთი,
არაჟანი, ნიორი, მარილი, ლავაში.

მომზადება: პირველ რიგში მოვამზადოთ ქათმის ფილე, ამისათვის ძმარს შევურიოთ მარილი და შავი წიწაკა და ქათმის ფილეს ნაჭრებ შიგ ჩავალაგოთ და გავჩეროთ რამდენიმე ხანს. ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და მომზადებული ფილე შევწვათ ორივე მხრიდან. შემწვარი ქათმის ხორცი დავჭრათ. ასევე, დავჭრათ სხვა პროდუქტებიც: მოხარშული კვერცხი – 4 ნაწილად, ყველი თხელ ნაჭრებად, წითელი ბულგარული წიწაკა – თხელ, გრძელ ნაჭრებად, პომიდორი – თხელ ნაჭრებად. ნიორი დავჭყლიტოთ და შევურიოთ არაჟანში, გავშალოთ ლავაში და დავიწყოთ ბუტერბროდის მომზადება. ლავაშს წავუსვათ არაჟნიდა და ნიორის ნარევი. ზემოდან დავადოთ სალათის ფურცლები, შემდეგ – ყველისა და ქათმის ნაჭრები. ქათმის ნაჭრებს გვერდზე მოვულაგოთ დაჭრილი პომიდორი და ბულგარული წიწაკა. დავამატოთ მოხარშული კვერცხიც და ლავაში გადავახვიოთ, ნაპირები შემოვუკეცოთ და საუკეთესო საუზმეც მზად არის.

…..

……

Share on Facebook
Facebook
Share this...