სოკოს სუპი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

1 კგ ცოცხალი სოკო გავრეცხოთ, დავჭრათ და მოვშუშოთ 100 გრამ ნაღების კარაქში. სოკო ნახევრად რომ ჩაიშუშება დავამატოთ 2 თავი ხახვი, წვრილად დაჭრილი და 1 სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხილი. ვშუშოთ ნელ ცეცხლზე, როცა სტაფილო დარბილდებ, ცეცხლს მოვუმატოთ და დავასხათ ლიტრანახევარი ადუღებული ან ცივი წყალი. ადუღების შემდეგ ვხარშოთ საშუალო ცეცხლზე.

მდუღარე ბულიონში ჩავყაროთ 2 საშუალო ზომის, დაჭრილი კარტოფილი, რომ ადუღდება დავამატოთ ცოტა (მუჭის მეოთხედი) ვერმიშელი. 3-4 წუთის შემდეგ დავამატოთ შავი პილპილი და მწვანილი – კამა და ოხრახუში.

2 წუთის შემდეგ სოკოს სუპი მზადაა. სუპს თუ გავაჩერებთ მომზადებიდან 15-20 წუთი, მისი გემო მკვეთრად გაუმჯობესდება. ასევე გირჩევთ, თუ გამოიყენებთ შამპინიონებს, სუპის გემო დაუვიწყარი გახდება.