სალათი „კაპრიზი“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

200 გრამი ძროხის ხორცი;
4 ცალი მოხარშული კვერცხი;
100 გრამი ყველი;
300 გრამი მაიონეზი;
1-2 თავი ხახვი.

მომზადება: ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად და 15 წუთი გავაჩეროთ ძმარში (უმჯობესია ავიღოთ ვაშლის ძმარი), მოხარშული ხორცი დავანაწილოთ წვრილად, კვერცხი და ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე (სხვადასახვა თეფშზე).

სალათი უნდა გავაკეთოთ ფენებად და თითოეულ ფენას წავუსვათ მაიონეზი:

1 ფენა: ხახვი (ძმარი გადავღვაროთ),
2 ფენა: ხორცი,
3 ფენა: კვერცხი,
4 ფენა ყველი (ყველს აღარ უნდა მაიონეზის წასმა),

გააფორმეთ თქვენი ფანტაზიით.