სალათი „მაკარონომანია“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

200 გრამი მაკარონი;
1 ცალი წითელი ბულგარულ წიწაკა;
1 ცალი პომიდორი;
1 ქილა დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები;
200 გრამი ლორი;
მაიონეზი.

მომზადება: დიდი რაოდენობით ადუღებულ მარილიან წყალში მოვხარშოთ მაკარონი, დავყაროთ საცერზე და შევუშვიროთ ცივი წყლის ჭავლს. შემდეგ გადავიღოთ ცალკე ჭურჭელში და მოვასხათ მცენარეული ზეთი და ავურიოთ. პომიდორი გავრეცხოთ და დავჭრათ კუბიკებად. ბულგარული წიწაკაც გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ, გრძელ ნაჭრებად. ლორი დავჭრათ კუბკებად, შევურიოთ მომზადებული პროდუქტები: მაკარონი, ლორი, პომიდორი, წითელი ბულგარული წიწაკა ავურიოთ, დავამატოთ მარილი და შევაზავოთ მაიონეზით.

Share on Facebook
Facebook
Share this...