სალათი „მზესუმზირა“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

1 ქათმის მკერდი;
1-2 თავი ხახვი;
1 ქილა დაკონსერვებული შამპინიონი;
100 გრამი მაგარი ყველი;
4 ცალი მოხარშული კვერცხი;
1 ქილა უკურკო ზეთის ხილი;
1-2 ცალი მოხარშული სტაფილო (შეიძლება უამისოდაც);
მაიონეზი;
1 პაკეტი კარტოფილის ჩიფსები.

მომზადება მოვხარშოთ ქათმის ფილე, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, დაჭრილი ხახვი შევბრაწოთ ოქროსფრად, დავამატოთ შამპინიონები და ხახვთან ერთად მოვშუშოთ, ასევე მოვხარშოთ კვერცხი და სტაფილო. გაშლილ თეფშზე დავყაროთ დაჭრილი ქათმის ხორცი (მივცეთ მრგვალი ფორმა), მოვაყაროთ მარილი, წავუსვათ მაიონეზი, შემდეგ მოვასხათ ხახვი და შამპინიონები, მეორე ფენასაც წავუსვათ მაიონეზი, მსხვილ სახეხზე გავხეხოთ კვერცხი, სტაფილო და ყველი და მოვაყარით მეოთხე ფენად, ესეც დავფაროთ მაიონეზით, შემდეგ ავიღოთ ზეთისხილი, თითოეული გავჭრათ შუაზე და მოვაწყოთ სალათას (მზესუმზირას მარცვლებივით), სალათის გარშემო კი შემოვაწყოთ ჩიფსები, როგორც მზესუმზირის ყვავილის ფურცლები. 

Share on Facebook
Facebook
Share this...