სალათი “ცისარტყელა“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

სტაფილო – 1 ცალი;
ჭარხალი – 1 ცალი;
ნიახურის ძირები – 3-4 ცალი.

სოუსისათვის: ძმარი – 1-2 სუფრის კოვზი, მდოგვი – 0,5–1 სუფრის კოვზი, ზეითუნის ან სხვა მცენარეული ზეთი – 2-3 სუფრის კოვზი, ხახვი – 0,5-1 თავი, უკურკო ზეთის ხილი – 5- ცალი, ნიორი – 1 კბილი, მწვანილი – ოხრახუში.

მომზადება: სტაფილო, ჭარხალი და ნიახურის ძირები გავრეცხოთ და გავფცქვნათ და დავჭრათ თხელ, გრძელ ნაჭრებად. ქვაბში ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ ჯერ სტაფილო, ვადუღოთ 4 წუთი და ამოვიღოთ, შემდეგ მოვხარშოთ ნიახურის ძირები 4 წუთის განმავლობაში, ასევე, ჭარხალიც იხარშება 4 წუთი. ბოსტნეული დავყაროთ თუშფალანგზე, რომ დაიწრიტოს, შემდეგ ჩავყაროთ სასალათეში, მოვასხათ სოუსი და გავაფორმოთ მწვანილითა და ზეთისხილით.

სოუსის მომზადება: ხახვი დავჭრათ წვრილად, ასევე თხელ ნაჭრებად დავჭრათ ნიორი, ზეთისხილი დავჭრათ რგოლებად, ოხრახუში გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად. ჯამში ჩავასხათ ზეითუნის ან სხვა მცენარეული ზეთი, დავამატოთ ძმარი და მდოგვი და კარგად ავთქვიფოთ ჩანგლით. შევურიოთ ხახვი, ნიორი, ოხრახუში, ზეთისხილი და ავურიოთ. მოვასხათ მოხარშულ ბოსტნეულს და ცოტა ხანი შევდგათ მაცივარში.